მითოლოგია თორი

  • Thread starter Hazard 
  • Დაწყების თარიღი

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,302
7,239
დრო ფორუმზე
132დ 1ს 4წ
300px-M%C3%A5rten_Eskil_Winge_-_Tor%27s_Fight_with_the_Giants_-_Google_Art_Project.jpg

თორი (Þórr, Thor, Thunar, Donar) — სკანდინავიურ მითოლოგიაში, ელვის და ქუხილის ღმერთი. თორი არის ოდინის და იორდის (დედამიწა) უფროსი შვილი, სიფის ქმარი, მოდის (სიმამაცე), თრუდის (ენეგია, სიფხიზლე) და მაგნის (სიძლიერე) მამა. თორის სახლს თუდთჰვანგრი (ენერგიის მოედანი), დარბაზს კი ბილსკირნირი (მოციმციმე ნათება) ჰქვია.

თორი არის კოლოსალური ძალის მქონე მეომარი. მაგიური სარტყელი მას კიდევ უფრო ჰმატებს სიძლიერეს: რაც უფრო ძლიერ მოიჭერს სარტყელს, მით უფრო მეტი ძალა ეძლევა. მისი იარაღი არის დიდი საომარი ურო — მიოლნირი, რომელიც ლოკეს დავალებით იქნა გაკეთებული ორი ნაინის, სინდრის და ბროკრის მიერ. მიოლნირის გაქნევის შემდეგ ეს საომარი ურო მუდამ თავის მფლობელს, თორს, უბრუნდება და მზად არის ხელახალი ბრძოლისთვის. თორი ცას კვეთს ორი მაგიური თხის, ტანგნიოსტისა და ტანგრისნირის მეშვეობით. ამავე დროს ეს ორი თხა თორის გამოულევი საკვებია. ის მათ წვავს და ჭამს. ძვლებს კი ტოვებს და მეორე დღეს თხები ცოცხლდებიან.

თორი არის ყველაზე ძლიერი ადამიანთა და ღმერთთა შორის. დარაჯობს მიდგარდს. ამასთანავე თორი ღმერთებს და ადამიანებს გიგანტებისგან იცავს. რაგნაროკის ჟამს იგი ლოკეს შვილს, დიდ ზღვის გველს, იორმუნგანდს ებრძვის და დაამარცხებს მას. მაგრამ იორმუნგანდი მაინც შესძლებს კბენას და თორს შხამით მოწამლავს. გველი პირველი იღუპება, ხოლო თორი კი ცხრა ნაბიჯის გადადგმას ახერხებს, რის შემდეგაც ეცემა.
 
სურათი

Back
Top Bottom