- 16/12/22
- თემებითემები
- 3,025
- 6,931
- დრო ფორუმზე
- 132დ 16ს 35წ

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (ინგლ. UEFA Champions League) — ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირი, რომელიც ტარდება უეფა-ს მიერ წამყვანი ევროპული საფეხბურთო კლუბების მონაწილეობით 1955 წლიდან. ჩემპიონთა ლიგა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირია ევროპაში, ჩემპიონთა ლიგის ფინალი კი – ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი სპორტული ღონისძიება მსოფლიოში. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კლუბი მონაწილეობს უეფა-ს სუპერთასის მატჩში და ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში.
1955–92 წლებში ტურნირს ეწოდებოდა ევროპის ჩემპიონთა თასი და მასში მონაწილეობას იღებდნენ ევროპის ეროვნული ჩემპიონატების გამარჯვებულები. 1992–93 წლების სეზონიდან ტურნირმა ახლანდელი სახელწოდება მიიღო. 1990-იან წლებში ფორმატი რამდენიმეჯერ შეიცვალა: თანდათანობით, დაემატა საკვალიფიკაციო რაუნდები, ჯგუფური ეტაპი. ევროპის წამყვანი, ძლიერი ლიგებიდან კი 3 ან 4 გუნდი მონაწილეობს ტურნირზე.
სულ, ჩემპიონთა ლიგა 22 სხვადასხვა კლუბს აქვს მოგებული. ტურნირის ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბია „რეალ მადრიდი“, რომელმაც 14-ჯერ მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტიტული.
თასი
2009 წლამდე არსებული წესის მიხედვით, კლუბი რომელიც მოიგებდა ტურნირს ზედიზედ სამჯერ, ან ჯამში მეხუთედ, სამუდამოდ იტოვებდა ჩემპიონთა თასს. ასეთი პატივი 5 გუნდს ხვდა წილად: „რეალ მადრიდს“ მეექვსე გამარჯვების შემდეგ 1966 წელს, ფრანგულმა სპორტულმა გამოცემა L'Équipe-მა გადასცა კლუბს ორიგინალი თასი, „აიაქსს“ ზედიზედ მესამე გამარჯვების შემდეგ 1973 წელს, „ბაიერნს“ ზედიზედ მესამე გამარჯვების შემდეგ 1976 წელს, „მილანს“ მეხუთე გამარჯვების შემდეგ 1994 წელს და „ლივერპულს“, მეხუთე გამარჯვების შემდეგ 2005 წელს.
2009 წლიდან თასს, რომელიც ყოველ წელს წარმოდგენილია დაჯილდოების ცერემონიალზე, ყოველთვის იტოვებს უეფა. ორიგინალი თასის სრული ზომის ასლი კი გადაეცემა გამარჯვებულ კლუბს.
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულისთვის წარმოდგენილია 40 ოქროს მედალი და 40 ვერცხლის მედალი მეორე ადგილზე გასულთათვის
საპრიზო თანხა
2016–17 წლების სეზონის მიხედვით, უეფა...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
ბოლო რედაქტირება: