- 16/12/22
- თემებითემები
- 3,010
- 6,886
- დრო ფორუმზე
- 132დ 7ს 19წ

როცა ესპანელმა მოგზაურებმა დღევანდელი ჰოლივუდის ტერიტორია აღმოაჩინეს, მაშინ ამერიკელი ინდიელები სანტა მონიკას მთების ხეობაში ბინადრობდნენ. ასე რომ ჰოლივუდის პირველი მოსახლეები სწორედ ამერიკელი ინდიელები გახლავთ. მოგვიანებით ესპანელებმა ისინი სან ფერნანდოს, სან გაბრიელისა და ლოს ანჟელესის სხვადსახვა დასახლებებში გადაასახლეს. ტერიტორია, რომელიც დღეს ჰოლივუდის სახელითაა ცნობილი კი ესპანეთის მთავრობამ ორად გაჰყო. დასავლეთი გახლდათ რანჩო ლაბრი, აღმოსავლეთი კი რანჩო ლოს ფელიზი.
1870 წელს ჰოლივუდის ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობა კარგად იყო განვითარებული. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 80-იან წლებში რანჩოების დანაწევრება მოხდა. 1886 წელს კი ვინმე უილქოქსმა შეისყიდა რანჩო ლაბრის ტერიტორია და მისმა მეუღლემ ამ ადგილს ჰოლივუდი უწოდა. სულ მალე უილქოქსმა ჰოლივუდის ქუჩების დაგეგმარება დაიწყო, რასაც პროსპექტ ავენიუს, ახლანდელი ჰოლივუდის ბულვარის მოკირწყვლა მოჰყვა. ამასთანავე უილქოქსმა დაიწყო საცხოვრებელი ნაკვეთების შეძლებული ხალხისათვის მიყიდვა, რომლებიც ძირითადად მზიან კალიფორნიაში “გამოსაზამთრებლად” ჩამოდიოდნენ. ძალიან მალე პროსპექტ ავენიუ ყველაზე პრესტიჟული საცხოვრებელი ქუჩა გახდა, სადაც უმეტესად ვიქტორიანული ტიპისა და ყველაზე ძვირადღირებული სახლები შენდებოდა. ყველაფერთან ერთად ქალბატონმა უილქოქსმა ფონდების ძიება დაწყო ჰოლივუდში ეკლესიებისა და სკოლების ასაშენებლად. სულ მალე ჰოლივუდმა საბოლოო სახე მიიღო და გახდა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დასახლება.
1911 წლიდან კი იწყება ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. ამ წელს ნესტორ ქომფანიმ ჰოლივუდში პირველი კინოსტუდია გახსნა. ამავე წელს სესილ დემილმა ჰოლივუდის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი გადაიღო. სულ მალე გრიფიტმა, მაკ სენეტმა და სხვებმა ედენდეილშიც გახსნეს კინოსტუდიები, ახლანდელ გლენდეილ ავენიუზე ექო პარკში. დაიწყო ჰოლივუდის სახეცვლილება. სასოფლო სამეურნეო ცენტრი ახლა ბიზნეს ცენტრად იქცა. აღსანიშნავია, რომ 20იან და...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.