მითოლოგია ზევსი

  • Thread starter Hazard 
  • Დაწყების თარიღი

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,010
6,886
დრო ფორუმზე
132დ 7ს 40წ
300px-Jupiter_Smyrna_Louvre_Ma13.jpg

ზევსი (ძვ. ბერძნ. Ζεύς) — ძველბერძნულ მითოლოგიაში ცის, ელვისა და ქუხილს ღმერთი, რომელიც მთელ მსოფლიოს განაგებდა. ოლიმპიელების მეთაური, ტიტანების, კრონოსისა და რეას მესამე შვილი. (ჰომეროსის თანახმად უფროსი შვილი.) ჰადესის, ჰესტიას, დემეტრასა და პოსეიდონის ძმა. ზევსის მეუღლე არის ქალღმერთი ჰერა (იმის მიუხედავად, რომ ის მისი დაა), თუმცა ზევსი ჰერას ხშირად ღალატობს.

ზევსის ატრიბუტევი იყო ეგიდა (ფარი), სკიპტრა და ხანდახან არწივი. ითვლებოდა, რომ ზევსი ცხოვრობდა მთა ოლიმპოზე. ამის გარდა, იგი ავრცელებს სიკეთესა და ბოროტებას, ხანდახან იგი ასოცირდება ბედთან, ხოლო ხანდახან თავადაც გამოდის როგორც მოირას - ბედის - ქვეშევრდომი. მას შეუძლია მომავლის ნახვა. იგი უთხრობს ადამიანებს მათ ბედს სიზმრების, ქუხილისა და ელვების საშუალებით. სახელმწიფო წყობა ზევსის შექმნილია, მან აჩუქა ადამიანებს კანონები, დააწესა მეფეთა მეფობა, აკონტროლებს ტრადიციების და ადათ-წესების შესრულებას, აგრეთვე იცავს ოჯახსა და სახლს.
 
სურათი

Back
Top Bottom