სპორტი 74-წლიანი რეკორდი დაემხო - ფლიკის გუნდს ვერავინ აჩერებს

სპორტი

iunaitedi

ადმინისტრატორი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16 დეკემბერი 2022
თემებითემები
1,393
4,062
"ბარსელონას" გერმანელმა მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა თავისი გუნდი ნამდვილ გოლების მანქანად გადააქცია, რომელსაც გაჩერების პირი არ უჩანს.

სეზონის პირველ 16 მატჩში "ბლაუგრანას" 55 გოლი აქვს გატანილი. როგორც კლუბის ოფიციალური გვერდი გვეუბნება, ასეთი სტარტი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" არასდროს ჰქონიათ.

წინა რეკორდი 16 მატჩში გატანილ 54 გოლს შეადგენდა.

აღნიშნული მიღწევა 1950/1951 წლების სეზონში დაფიქსირდა. კატალონიურ გრანდს მაშინ ფერდინანდ დაუციკი ედგა სათავეში.

აქვე გეტყვით, რომ მომდევნო მატჩი "ბარსას" "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ ელოდება. შეხვედრა 11 ნოემბერს, თბილისის დროით ზუსტად შუაღამით დაიწყება.

ბმულის სანახავად უნდა იყოთ [რეგისტრირებული ] [ავტორიზაცია]
 
სურათი
Back
Top