- 16/12/22
- თემებითემები
- 3,017
- 6,909
- დრო ფორუმზე
- 132დ 12ს 44წ

მსახიობი მიშელ მერსიე წლების განმავლობაში პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად მიაჩნდათ. მან კინოში ორმოცდაათზე მეტი როლი შეასრულა, მაგრამ მსოფლიოს ყველაზე მეტად „ანგელოზების მარკიზაში“ ულამაზესი ანჟელიკას როლით დაამახსოვრდა. ფილმი ეკრანებზე გამოვიდა 1964 წელს. ფილმის წარმოებაში მონაწილეობდნენ საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის კინოკომპანიები.
ფრანგი მსახიობი 83 წლისაა, მაგრამ ეკრანული გმირისგან განსხვავებით, ვერც ნამდვილი ბედნიერება იპოვა და ვერც ღირსეული სიბერე მოიპოვა. ოდესღაც ყველა მამაკაცის ოცნება დღეს სიღარიბეში ცხოვრობს.
ანჟელიკას როლი - ტრიუმფი თუ წყევლა
მიშელ მერსიე 24 წლის იყო, როდესაც ანჟელიკას როლზე დაამტკიცეს, მაგრამ დღეს საკუთარ გადაწყვეტილებას ნანობს - მისთვის „ანგელოზების მარკიზას“ როლი ნამდვილ წყევლად იქცა.
მერსიე, ფაქტობრივად, ერთი როლის მსახიობი გახდა. ანჟელიკას როლმა მიშელს მსოფლიო პოპულარობა და თაყვანისმცემლების არმია აჩუქა, თუმცა მის მომავალ სამსახიობო კარიერას წერტილი დაუსვა - ოქროსთმიანი ლამაზმანის იერის მიღმა მსახიობის ნიჭს ვერავინ ამჩნევდა.
უდავოა, რომ ანჟელიკას როლმა მიშელ მერსიეს უზარმაზარი პოპულარობა მოუტანა, მაგრამ ეს პოპულარობა ფინანსურ მდგომარეობაზე არ ასახულა.

როგორც მსახიობი ამბობს, მასთან კონტრაქტი ისე ეშმაკურად დაიდო, რომ ფილმის გამოსვლის შემდეგ პროდიუსერებმა ზღაპრული ფული მიიღეს, მთავარი როლის შემსრულებელს მხოლოდ გადაღებების დღიური ჰონორარი გადაუხადეს.
90-იანი წლების ბოლოს მსახიობმა მთელი დანაზოგი ფინანსურ პირამიდაში დაკარგა და ღარიბ ქალად იქცა.
ერთ-ერთ გამოცემასთან მსახიობმა მიზერული პენსიის შესახებ დაიჩივლა: „რას აკეთებენ კულტურის მინისტრები იმისთვის, რომ მოხუც მსახიობებს საარსებო წყარო ჰქონდეთ? - არაფერს. კარგია, რომ მედალი მომცეს, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, შოკოლადის იყოს, შევჭამდი მაინც“,
კიბო
დიდების ფასი ძალიან ძვირი აღმოჩნდა - მიშელ მერსიემ გადაღებებს ჯანმრთელობაც შესწირა.
ერთ-ერთი სცენის გადაღებისას მიშელს მკერდზე მძიმე ჯაჭვი მოხვდა...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.