Crypto აშშ-ში Binance-ის სტეიბლკოინის გამოშვება აკრძალეს

  • Thread starter Daria 
  • Დაწყების თარიღი
Crypto

Daria 

აქტიური წევრი
Wapforum.TOP
წევრი
მოდერატორი
12/2/24
თემებითემები
107
116
დრო ფორუმზე
85დ 16ს 51წ
ამერიკის ფასიანი ქაღალდების და სავალუტო გაცვლების კომისიას (SEC) გადაწყვეტილი აქვს, კომპანია “Paxos Trust” სასამართლოში უჩივლოს. Paxos Trust ცნობილია იმით, რომ სტეიბლკოინ ბაინენს USD-ს (BUSD) უშვებს. The Wall Street Journa-ის ინფორმაციით, კომისია თვლის, რომ აღნიშნული სტეიბლ კოინი დაურეგისტრირებელი ფასიანი ქაღალდია და Paxos Trust-ი მას კანონის დარღვევით უშვებს.

გარდა ამისა, შტატ ნიუ იორკის ფინანსური მომსახურების დეპარტამენტმა იმავე მოტივით, Paxos Trust-ს BUSD-ს ახალი მონეტების გამოშვება აუკრძალა. ამასთან, კომპანია გააგრძელებს თავის საქმიანობას და უკვე გამოშვებული მონეტების მომსახურებას.

კომისია ირწმუნება, რომ არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდის (როგორადაც BUSD-ს მიიჩნევს) ბაზარზე გამოშვებით, Paxos Trust-ი ინვესტორთა დაცვის კანონს არღვევს. კომპანიას აქვს იმის უფლება, რომ საქმის სასამართლომდე შეტანამდე, კომისიას საპირისპირო დაუმტკიცოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისიის ხუთ წევრს ექნება იმის უფლება, რომ Paxos Trust-ის წინააღმდეგ, სასამართლოში სარჩელი შეიტანოს.

Paxos Trust თავის სტეიბლკოინს კრიპტო სავაჭრო პლატფორმა Binance-ის ლიცენზიით უშვებს. ეს უკანასკნელი ირწმუნება, რომ სტეიბლკოინი სრულად არის უზრუნველყოფილი, რაც დოლართან მის პარიტეტს განაპირობებს.

კრიპტო ბაზარზე BUSD სიდიდით მესამე სტეიბლ კოინია. ის Tether (USDT) და USD Coin (USDC) ჩამორჩება. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 16 მილიარდ დოლარს აღწევს.

SEC განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პლატფორმა FTX-მა კრახი განიცადა. SEC-ის შეფი გარი გენსლერი იქადნის, რომ კომისია დაწვრილებით შეისწავლის იმ რისკებს, რომლებიც სტეიბლ კოინებისგან არის მოსალოდნელი.

გთხოვთ გაიაროთ, ავტორიზაცია თუ არ ხართ რეგისტრირებული, გაიარეთ რეგისტრაცია ინფორმაციის სანახავად!
...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
სურათი

Back
Top Bottom