- 16/12/22
- თემებითემები
- 3,051
- 6,968
- დრო ფორუმზე
- 132დ 23ს 14წ

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი ქვრივი დედაკაცი, ქმარი ადრევე მოუკვდა და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა
– ორი ვაჟი და ერთი ქალი. ღარიბი კაცის კვალობაზე ქალს პატარა მამულიც ჰქონდა, მაგრამ სიმარტოვის გამო ვეღარ ამუშავებდა. ხოლო როცა შვილები წამოეზარდნენ, მათ უთხრა
: – სანამ პატარები იყავით, არაფერს გეუბნებოდით, ახლა კი დროა, თქვენს მამულს მიხედოთ და უპატრონოთო. შვილებმა არც კი იცოდნენ, თუ მამული ჰქონდათ, და დედას ჰკითხეს:
– სადა გვაქვს მამულიო? დედამ ასწავლა, სადაც ჰქონდათ მამული, მაგრამ შვილებს ძალიან ეშორათ,
– იმ სიშორეზე სადილს ვინ მოგვიტანსო?
– ოღონდ თქვენ წადით და სადილს ყოველთვის თქვენი და ჩამოგიტანთო. ძმებს ჭკუაში დაუჯდათ დედის ნათქვამი და მამულში წასასვლელად მოემზადნენ, დედამ პირველწასვლისას ერთი კვირის სამყოფი საგზალი გაუმზადა, თან ბლომად ხახვი გაატანა და დაარიგა:
– შვილებო, ეს ხახვი გაფცქვენით და ნაფცქვენი გზაზე დაყარეთ. თქვენი და რომ საჭმელს წამოგიღებთ, ხახვის ნაფცქვენს გამოყვება და თქვენი პოვნა აღარ გაუჭირდებაო. წავიდნენ ძმები სამუშაოდ და, როგორც დედამ დაარიგა, მთელი გზა ხახვის ნაფურჩალით მოფინეს. იქვე ახლოს ერთი ასთავიანი დევი ცხოვრობდა, გამოვიდა დევის დედა, მოკრიფა ხახვის ნაფურჩალი და თავისი სასახლისაკენ მიმავალ გზაზე დაყარა. კვირა რომ შესრულდა, დედამ გემრიელი სადილი მოამზადა, ჩაალაგა ხურჯინში, გადაჰკიდა ხურჯინი ქალს და გაგზავნა ძმებთან. ქალი მიჰყვა ხახვის ნაფურჩალს, იარა, იარა და დევის სახლს მიადგა. შინ მარტო დევის დედა დაუხვდა, მივიდა ქალი და ჰკითხა: – დედი, დედაშვილობასა, მითხარი, ჩემი ძმები აქ ხომ არა მუშაობენო?
– რის ძმები, რა ძმები,
– უთხრა დევის დედამ,
– აქ ჩემი ასთავიანი შვილი ცხოვრობს, მოდი, ჩქარა, დაგმალო, თორემ საცაა მოვა და შეგჭამსო. წაიყვანა დევის დედამ ქალი და სახლის ყველაზე ბნელ კუნჭულში დამალა. ცოტა ხნის შემდეგ მართლაც მოვიდა ასთავიანი დევი. ერთ მხარზე ნანადირევი ეკიდა, მეორე მხარზე ხმელი ჭადარი ედო. ტვირთი ეზოში დაყარა და შინ შევიდა. შესვლისთანავე ცხვირი შეიჭმუხნა და დედას უთხრა: – დედი, ადამიანის სუნი მცემსო!
– რას ამბობ, შვილო, შენი შიშით ცაში ფრინველს ვერ...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.