კლუბი Athletic Club de Bilbao

  • Thread starter Hazard 
  • Დაწყების თარიღი

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,017
6,909
დრო ფორუმზე
132დ 12ს 58წ
225px-Athletic_Bilbao_logo.png



„ატლეტიკ ბილბაო“ (ესპ. Athletic Club de Bilbao, ბასკ. Bilboko Athletic Kluba) — ესპანური საფეხბურთო კლუბი ქალაქ ბილბაოდან, ბასკეთი. კლუბი დაარსდა 1898 წელს. 1928 წლიდან წლიდან ასპარეზობს პრიმერა დივიზიონში და მადრიდის „რეალთან“ და „ბარსელონასთან“ ერთად არის კლუბი, რომელსაც არასოდეს დაუტოვებია ეს ჩემპიონატი დაარსებიდან. „ატლეტიკი“ 8-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და 24-ჯერ მოიპოვა ესპანეთის თასი.

კლუბის ტრადიციული ფერებია წითელი და თეთრი, ამიტომ კლუბმა მეტსახელი მიიღო „Rojiblancos“ (წითელ-თეთრები). კლუბის კიდევ ერთი მეტსახელი ლომები წარმოიშვა იქიდან, რომ „ატლეტიკის“ სტადიონი მდებარეობს წმინდა მამასას ტაძრის გვერდით (მამესი ესპანურად).

„ატლეტიკი“ ცნობილია თავისი კონსერვატიული პოლიტიკით, კლუბშ თამაშობენ მხოლოდ ადგილობრივი (ბასკი) ფეხბურთელები. ასევე იწვევენ ისეთ ფეხბურთელებს, რომლებიც შეიძლება არ დაიბადნენ ბასკეთში, მაგრამ აქვთ ბასკური ფესვები. მაგალითად ბრაზილიაში დაბადებული ბიურუნი და საფრანგეთში დაბადებული ბასკი ბიშენტე ლისარასუ. ფეხბურთელებისგან განსხვავებით მწვრთნელი შეიძლება იყოს უცხოელი. კლუბის ისტორიაში ბევრი ცნობილი უცხოელი მწვრთნელი ყოფილა, მაგალითად გერმანელი იუპ ჰაინკესი, ფრანგი ლუის ფერნანდესი და არგენტინელი მარსელო ბიელსა. „ატლეტიკს“, ისევე როგორც კლუბების უმრავლესოას ესპანეთში აქვს ბრიტანული წარმომავლობა, „ატლეტიკი“ კი ინგლისური სახელწოდებაა.
 
სურათი

მსგავსი თემები

პოსტები
28
ნანახია
472
პოსტები
0
ნანახია
263
პოსტები
0
ნანახია
220
პოსტები
0
ნანახია
251

Back
Top Bottom