- 16/12/22
- თემებითემები
- 3,302
- 7,247
- დრო ფორუმზე
- 132დ 2ს 39წ

საფეხბურთო კლუბი „ვალენსია“ (ესპ. Valencia Club de Fútbol) — ესპანური საფეხბურთო კლუბი. დაარსდა 1919 წელს, ვალენსიაში. ასპარეზობს ესპანეთის პრიმერა დივიზიონში.
კლუბს 6-ჯერ აქვს მოპოვებული ესპანეთის ჩემპიონის ტიტული, 8-ჯერ ესპანეთის თასის, ერთხელ უეფა-ს თასის, 2-ჯერ ესპანეთის სუპერთასის, თასების მფლობელთა თასის და საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასის მფლობელის ტიტულები. „ვალენსიამ“ 2-ჯერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის ფინალშ გასვლა და ორივეჯერ დამარცხდა: პირველად თანამემამულე მადრიდის „რეალთან“ და მეორედ მიუნხენის „ბაიერნთან“. „ვალენსია“ ასევე შედის ევროპის 14 უძლიერეს კლუბს შორის.
1923 წლიდან საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ მესტალიაზე, რომელიც 55 000 მაყურებელს იტევს. კლუბის ტრადიციული მეტოქეები არიან თანაქალაქელი „ლევანტე“ და თანარეგიონელი „ვილიარეალი“.