- 12/2/24
- თემებითემები
- 116
- 125
- დრო ფორუმზე
- 85დ 16ს 52წ
ბიტკოინის (BTC) მაინინგზე მომუშავე იმ კომპანიებმა, რომლებიც სააქციო ბაზარზე არიან რეგისტრირებული, პრაქტიკულად სრულად გაყიდეს ის ბიტკოინები, რომლებიც წელს მოიპოვეს. ანალიტიკოსების მოსაზრებით, ეს შესაძლოა კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ ბიტკოინის (BTC) ფასი ზრდის ციკლზე გადასვლას ვერ ახერხებს.
ბლოკჩეინის კვლევაზე მომუშავე კომპანია „მესარის“ (Messari) ანალიტიკოს ტომ დანლივის მოჰყავს მონაცემები, რომლის შესაბამისადაც, მაინინგ კომპანიებმა, „ქორ საიენტიფიკმა“ (Core Scientific), „რაიოტმა“ (Riot), „ბიტფარმსმა“ (Bitfarms), „ქლეანს პარკმა“ (Cleans Park), „მარათონმა“ (Marathon), „ჰატ8-მ“ (Hut8), „არგომ“ (Argo) და „ბიტ დაიჯიტალმა“ (Bit Digital), წელს (1 იანვრიდან 30 ნოემბრამდე) მოპოვებული 40 700 ბიტკოინიდან თითქმის 40 300 გაყიდეს.
დასახელებულმა კომპანიებმა გაყიდვები განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში, უფრო მეტად კი ნოემბერში გაზარდეს. ეს პროცესი ინტენსიური FTX-ის კრახის და მისი თანმდევი პროცესების შემდეგ გახდა.
დანლივი თვლის, რომ კომპანიების მიერ მოპოვებული ბიტკოინების (BTC) გაყიდვა, ამ კრიპტო ვალუტის ფასის დაწევას უწყობს ხელს. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც თვლის, რომ გაყიდვები ფასის ვარდნას ნაკლებად განაპირობებს. მათ შორისაა კომპანია „ბიტმექის“ (BitMEX) ყოფილი მთავარი აღმასრულებელი არტურ ჰაიესი. მისი აზრით, მაინერებს ბაზარზე იმდენი ბიტკოინი (BTC) არ გააქვთ, რომ ამან ფასზე უარყოფითად იმოქმედოს.
„ბიტკოინ ვიზუალზის“ (Bitcoin Visuals) მონაცემებით, ყოველდღიურად ბაზარზე 12.2 მილიარდი დოლარის ბიტკოინები (BTC) იყიდება. „კრიპტოკვანტის“ (CryptoQuant) სტატისტიკით, მაინერები საშუალოდ დღეში 919 ბიტკოინს (BTC) ყიდიან, რისი ფასიც 15 მილიონი დოლარის ფარგლებშია. ეს კი ბიტკოინის (BTC) ყოველდღიური ბრუნვის დაახლოებით 0.13 პროცენტია.
აღსანიშნავია ისიც, რომ დეკემბერში მაინერების რეზერვებში არსებული ბიტკოინების (BTC) მოცულობა, დაახლოებით 1.0 პროცენტით გაიზარდა.
...

პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.