Crypto ბიტკოინი ერთ დღეში 8%-ით გაუფასურდა

Crypto

მარიამი 

ახალი წევრი
Wapforum.TOP
წევრი
13/1/23
თემებითემები
127
0
დრო ფორუმზე
24დ 17ს 11წ
ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ფასის კორექცია გრძელდება. თუ კრიპტო აქტივის მთავარ თვისებას – მერყეობასა და მის ისტორიას გავითვალისწინებთ, ბუნებრივია, რომ ATH (all time high) ფასის შემდეგ, კორექცია გარდაუვალია (აქვე შეგახსენებთ, რომ ამაზე ჯერ კიდევ
გთხოვთ გაიაროთ, ავტორიზაცია თუ არ ხართ რეგისტრირებული, გაიარეთ რეგისტრაცია ინფორმაციის სანახავად!
და SwissBlock-ის პროგნოზებსაც გიზიარებდით). ახლა, საინტერესოა კორექციის დინამიკა – ამისთვის, კი ბიტკოინზე (და მასთან დაკავშირებულ სხვა აქტივებზე) დაკვირვებაა საჭირო.

სამშაბათს, ბიტკოინი 8%-ით გაუფასურდა და 62 000$-ს ჩამოცდა. თუ Trading View-ს მონაცემებს დავუჯერებთ, ეს ყველაზე მკვეთრი ვარდნაა 2022 წლის 9 ნოემბერის შემდეგ. მაშინდელი გაუფასურება FTX-ის გაკოტრების სკანდალით იყო გამოწვეული. ამჟამინდელი გაუფასურება უფრო კორექციაა და მსგავს ამბებთან საერთო არაფერი აქვს. ამ კორექციას კი მრავალი ფაქტორი შეიძლება იწვევდეს, მათ შორის ბიტკოინის spot ETF-დან თანხის გადინება. ბიტკოინის ETF-ის ნეგატიურ ბალანსსა და სოლანას “შიტქოინმანიას” ასახელებს მკვეთრი გაუფასურების მიზეზად ალექს კრუგერიც. მისი აზრით, დიდი კორექციის გამომწვევი კიდევ ერთი ფაქტორია ეთერიუმის ETF პროდუქტების ჩავარდნა და “მოჭარბებული ბერკეტები” (ამ გამოთქმაში სავარაუდოდ ფინანსური ბერკეტები და სახსრები იგულისხმება).

როგორც კრიპტო-ენთუზიასტები ამბობენ, ჰალვინგის წინ პატარა “უკანდახევები” ბიტკოინის ციკლის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, 8%-იანი გაუფასურება იმ ადამიანებისთვის, ვინც კრიპტო-ტრეიდინგითაა დაკავებული, მნიშნველოვანი უსიამოვნებაა. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აპრილში ჰალვინგია – Bull განწყობები კი არსად წასულა.

...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
სურათი

Back
Top Bottom