- 16/12/22
- თემებითემები
- 3,302
- 7,247
- დრო ფორუმზე
- 132დ 2ს 39წ

ენხენგლადბახის ბორუსია (გერმ. Borussia Mönchengladbach; ცნობილი როგორც მიონხენგლადბახი ან გლადბახი) — გერმანიის ბუნდესლიგის საფეხბურთო კლუბი, დაფუძნებული ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარის ქალაქ მენხენგლადბახში. დაარსდა 1990 წლის 1 აგვისტოს, დღეს კი ასპარეზობს გერმანიის ჩემპიონატის რანგით უმაღლეს ლიგაში, სადაც პირველად კლუბი 1966–1967 წლების სეზონში გამოჩნდა. თანდათანობით კი ის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი კლუბი გახდა 1970–იან წლებში[1], მოიგო რა 5 ბუნდესლიგის ტიტული.
2004 წლის შემდეგ კლუბი თამაშობს ახალ სტადიონზე „ბორუსია პარკზე“, რომლის ტევადობაც შეადგენს 54,057 ადამიანს. 1919 წლიდან 2004 წლამდე კლუბი ასპარეზობდა ბიოკელბერგშტადიონზე, რომელსაც ძალიან მცირე ტევადობა გააჩნდა. მენხენგლადბახის ბორუსიის წევრთა რიცხვი შეადგენს 50,000 ადამიანზე მეტ წევრს 2012 წლის თებერვლის მონაცემებით და გერმანიაში სიდიდით მეექვსე კლუბია. მათ უმთავრეს მეტოქედ საფეხბურთო კლუბი კელნი ითვლება. პრინციპულ მეტოქეებად ასევე მიიჩნევა დორტმუნდის ბორუსია, მიუნხენის ბაიერნი და დიუსელდორფის ფორტუნა.
სახელწოდება „ბორუსია“ ლათინური სიტყვა „პრუსიიდან“ მოდის. კლუბის მეტსახელია Die Fohlen [diː ˈfoːlən] (The Foals), რაც ქართულად კვიცებს ნიშნავს. 1970–იანი წლებიდან კლუბში დაინერგა სწრაფი, აგრესიული და შემტევი სტილი. კლუბის ოფიციალურ თილისმას წარმოადგენს კვიცი ჯიუნტერი.
მიენხენგლადბახელები საშინაო არენაზე ხუთ გზის ბუნდესლიგის გამარჯვებულები არიან (1969–70, 1970–71, 1974–75, 1975–76, 1976–77). სამ გზის გერმანიის თასისა (1959–60, 1972–73, 1994–95) და ერთ გზის გერმანიის სუპერთასის გამარჯვებულები (არაოფიცალური 1977). „ბორუსია“ იყო პირველი გერმანული კლუბი, რომელმაც 1961 წელს უეფას თასების მფლობელთა თასზე ასპარეზობა მიიღო.
„ბორუსია“ ევროპულ ასპარეზზე ორ გზის ევროპა ლიგის გამარჯვებულია. მათ ეს ტიტულები დაისაკუთრეს 1974–75 და 1978–79 წლების სეზონებში. პირველ შემთხვევაში მათ ორ რაუნდიან დაპირისპირებაში ნიდერლანდების ტვენტე გაანადგურეს ანგარიშით...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.