ისტორია ბურგუნდიის ჰერცოგები – XV საუკუნის ჯვაროსნული ლაშქრობის პროტაგონისტები და ქართველ მეფე-მთავართა პოზიცია

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,052
6,971
დრო ფორუმზე
132დ 23ს 39წ
97.jpg


XV საუკუნეში ოსმალების ექსპანსიონისტური პოლიტიკის შედეგი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ევროპელები, ტრადიციულად, ჯვაროსნულ გეგმებში ყველა პოტენციურ მოკავშირეს, მათ შორის, ქართველ მეფეებსაც განიხილავდნენ. ჩვენი მიზანია, სტატიაში, ერთი მხრივ, ევროპული წყაროებისა და ადგილობრივი მასალის შეჯერების საფუძველზე, გამოიკვეთოს, რა პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური ფაქტორებით ხასიათდებოდა ქართული სახელმწიფოების მესვეურთა პოზიცია-ჩართულობა ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საერთაშორისო საკითხში; მეორე მხრივ კი, XV საუკუნის წყაროთა (სავაჭრო აგენტების, მოგზაურების, რელიგიური მისიების წარმომადგენელთა და მზვერავთა ცნობები და სხვ.) კომპლექსურმა დამუშავებამ, რომელთა ნაწილი ჯერ კიდევ ნაკლებადაა სამეცნიერო ბრუნვაში შემოტანილი, აჩვენოს ამ პერიოდის შავიზღვისპირეთსა და საქართველოში არსებული ვითარება – როგორი იყო განვითარების პერსპექტივები და როგორი იყო აღქმები – პაპის კურიის გარდა, საერო ხელისუფალთაგან ვინ და რატომ შეიძლებოდა ყოფილიყო მოკავშირე და მხარდამჭერი დასავლეთში; გამოიკვეთოს, რატომ მიგვაჩნია ბურგუნდიის ჰერცოგთა კარი თანმიმდევრული ჯვაროსნული ლაშქრობის იდეისადმი და რაში გამოიხატა ეს. საკვლევი საკითხის რელევანტურობა განპირობებულია ისტორიული წინაპირობების ცოდნის აუცილებლობით, რაც დღევანდელობის დინამიკას დასავლური ინტეგრაციის მიმართულებით უფრო გასაგებს ხდის.

უკვე XIV საუკუნის მიწურულიდან შავიზღვისპირეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და დუნაისპირა ხალხები, სულთმობრძავ ბიზანტიასთან ერთად, ოსმალური საფრთხის პირისპირ აღმოჩნდნენ. შორსმჭვრეტელნი შედარებით შორსაც – დასავლეთ ევროპაშიც – მიხვდნენ, რომ უმოქმედობის შემთხვევაში გამოწვევის წინაშე მთელი ევროპა დადგებოდა. სათანადო რეაგირების გარეშე ლევანტში, შავიზღვისპირეთში, ბალკანეთსა თუ ეგეოსის ზღვის არქიპელაგზე მოპოვებულ პოზიციებს, ისევე, როგორც დადგენილ სავაჭრო-საკომუნიკაციო ქსელს, უცილობელი ეტაპობრივი გარდაქმნა მოელოდა. მნიშვნელოვანი სავაჭრო გზების[1] ოსმალების ხელში გადასვლით მოისპობოდა საერთაშორისო სატრანზიტო ვაჭრობის საათივით აწყობილი...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
სურათი

Back
Top Bottom