- 16/12/22
- თემებითემები
- 3,302
- 7,239
- დრო ფორუმზე
- 132დ 27წ

ჩვენს სამყაროში ზოგიერთ ფენომენს უბრალოდ რაციონალური ახსნა არა აქვს. გარდაცვლილი ჩარლზ პეკის ისტორიაში დარჩა მხოლოდ კითხვები, რომლებზეც პასუხი ვერავინ გასცა.
საბედისწერო რეისი
2008 წლის 12 სექტემბერს, 49 წლის Delta Air Lines-ის აგენტი, ჩარლზ პეკი ახალ სამსახურში მისაღებად გასაუბრებაზე ლოს-ანჯელესშიგაემგზავრა. ახალი სამსახური მას საშუალებას მისცემდა, დაქორწინებულიყო საცოლზე, ანდრეა კააცზე. ეს ქორწინება მისთვის მეორე იქნებოდა. პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავდა, რომელთაგან ერთი შემდგომ განვითარებულ მოვლენებში ჩაერთო.
ტრაგიკული შემთხვევის გამო წყვილმა საკურთხეველთან მისვლა ვერ მოახერხა. გასაუბრებიდან შინ მიმავალი ჩარლზი გარდაიცვალა, როდესაც სატვირთო მატარებელი შეეჯახა სამგზავრო მატარებელს, რომლითაც ის მიემგზავრებოდა. მის გარდა მატარებელში კიდევ 225 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი იმყოფებოდა. 133 კმ/სთ სიჩქარით მოძრავ სატვირთო მატარებელს შეჯახებას 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 135 მგზავრი კი დაშავდა.
@@@
გამომძიებლების თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის დამნაშავე მძღოლი რობერტს სანჩესი იყო. ტელეფონზე მესიჯის აკრეფით დაკავებულმა გზიდან გადაუხვია და შემთხვევით შევიდა საპირისპირო ლიანდაგზე, რომელზედაც სატვირთო მატარებელი მოძრაობდა. მოვლენების ქრონოლოგიის მიხედვით, სანჩესმა ბოლო ტექსტური შეტყობინება შეჯახებამდე 22 წამით ადრე გაგზავნა.

იდუმალი ზარები
ანდრეამ, რომელიც ჩარლზს სადგურზე ელოდა, მომხდარის შესახებ რადიოდან შეიტყო. დაახლოებით ამ დროს მან პირველი ზარი მიიღო საქმროსგან. ტელეფონში მხოლოდ სიჩუმე ისმოდა, მაგრამ გოგონას იმედი ჰქონდა, რომ მისი შეყვარებული ცოცხალი იყო და ალბათ, სადმე ნანგრევების ქვეშ მოჰყვა. ტელეფონში ჩაჰყვიროდა, რომ ხსნა ახლოს იყო და ჩარლზს სთხოვდა, არ დანებებულიყო. ამის შემდეგ, 12 საათის განმავლობაში, ანდრეას, ძმის, დის, დედინაცვლისა და პეკის ერთ-ერთი შვილის ტელეფონზე მისი ნომრიდან სულ 35 ზარი შევიდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, როცა ჩარლზის...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.