კლუბი „დინამო“ თბილისი

  • Thread starter Hazard 
  • Დაწყების თარიღი

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,025
6,931
დრო ფორუმზე
132დ 16ს 35წ
%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D_%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D.png
„დინამო“ თბილისი — ქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ თბილისიდან. საქართველოს ეროვნული ლიგის უცვლელი მონაწილე, ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბი ქართული ფეხბურთის ისტორიაში და ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში. საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი, ხუთგზის ვიცე-ჩემპიონი და ცამეტგზის ბრინჯაოს პრიზიორი, საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი და ექვსგზის ფინალისტი, ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981). საქართველოს ჩვიდმეტგზის ჩემპიონი და შვიდგზის ვიცე-ჩემპიონი, საქართველოს თასის ცამეტგზის მფლობელი და ორგზის ფინალისტი, საქართველოს სუპერთასის შვიდგზის მფლობელი და სამგზის ფინალისტი.

კლუბის ყველაზე დიდ მიღწევად დღემდე რჩება 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასის მოპოვება. ამ გათამაშების ფინალში თბილისის „დინამომ“ იენის „კარლ ცაისი“ დაამარცხა ანგარიშით — 2–1.

კლუბს თავის ისტორიაში შთამბეჭდავი გამარჯვებები აქვს მოპოვებული ევროპული ფეხბურთის გრანდებთან. მათ შორის აღსანიშნავია ინგლისური „ლივერპულის“, „ვესტ ჰემის“, უელსის „კარდიფ სიტის“, ნიდერლანდების „ფეიენოორდის“, იტალიის „ნაპოლისა“ და „ინტერის“ დამარცხება.

თავის დროზე „დინამოს“ შემადგენლობაში გამოდიოდნენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ბორის პაიჭაძე,[კომ. გაიოზ ჯეჯელავა, ავთანდილ ღოღობერიძე, სლავა მეტრეველი, მიხეილ მესხი,[კომ. 2] მანუჩარ მაჩაიძე, ვიტალი დარასელია, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია,[კომ. ალექსანდრე ჩივაძე და სხვები. მათგან რამაზ შენგელია ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად (1978, 1981), ხოლო თითო-თითოჯერ დავით ყიფიანი (1977) და ალექსანდრე ჩივაძე (1980).

1990 წლიდან კლუბმა დაასრულა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატებში ასპარეზობა და მას შემდეგ უცვლელად მონაწილეობს საქართველოს ეროვნული ლიგის პირველობაზე. ამ პერიოდისათვის „დინამოს“ სახელი გადაერქვა და „იბერია“ ეწოდა, თუმცა ამ...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
სურათი

Back
Top Bottom