- 16/12/22
- თემებითემები
- 3,052
- 6,971
- დრო ფორუმზე
- 132დ 23ს 39წ

ვლად III, იგივე ვლადისლავ ცეპეში, დრაკონის ძედ და სარზე გამსმელად წოდებული ამ ქვეყანას 1431 წელს მოევლინა და დატოვა 1476 წელს. ვლახეთის დიდი მმართველი ის 1448, 1456-1462 და 1476 წლებში იყო. "დრაკულა" ითარგმნება როგორც დრაკონის შვილი ან უმცროსი დრაკონი. მამამისი, ვლად II ხომ სწორედ დრაკონად იწოდებოდა, ვინაიდან ის ელიტური რაინდული "დრაკონის ორდენის" წევრი იყო. ამ ორდენის წევრებს კი უფლება ჰქონდათ დრაკონის გამოსახულებიანი მედალიონი ეტარებინათ. ვლად II არ დასჯერდა მხოლოდ მედალიონის ტარებას და დრაკონს მონეტებზე და ტაძრებზეც კი გამოსახავდა. სწორედ ამის გამო შეარქვა ხალხმა მას "დრაკულ". მისმა შვილმა კი იცხოვრა ისე, რომ მისგან ლეგენდა შეიქმნა და კაცობრიობას არასდროს დაავიწყდება მისი საამაყო სახელი.

ყველაფერი დაიწყო XIV საუკუნის ბოლოს, როდესაც ოსმალთა სულთნებმა ევროპელებს შეუტიეს და აქტიური ექსპანსია განახორციელეს ბალკანეთის ხალხების მიმართულებით. სისხლს და ისლამის გავრცელებას მოწყურებულმა ოსმალებმა ერთმანეთის მიყოლებით დაიპყრეს ბულგარეთი, სერბეთი და საბერძნეთი... დაპყრობებს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ევროპელების შინააშლილობა და შეუთანხმებლობაც თან დაერთო და ოსმალებს უადვილდებოდათ ბრძოლა დაქსაქსულ ქრისტიანებთან. 1444 წელს ვარნასთან ბრძოლაში ევროპელთა კოალიცია დამარცხდა. 1453 წელს კი მეორე რომად წოდებული, დიდებული ქალაქი - კონსტანტინოპოლი მუსლიმთა ფეხქვეშ განერთხა. ტრაგედია ტრაგედიას მოსდევდა - 1459 წელს სულთნის ჯარებმა სერბეთი დაიკავეს... 1463 წელს კი - ბოსნია.

1467 წელს გარდაიცვალა ალბანელი გიორგი კასტრიოტი, რომელიც 24 დამქანცველი წლის განმავლობაში გმირულად იგერიებდა ოსმალთა დაუსრულებელ შემოტევებს. ამ დევგმირის დაღუპვის შემდეგ ოსმალებმა ალბანეთიც დაიპყრეს. ოსმალთა გაბატონება ბალკანეთში უდიდეს საფრთხეს უქმნიდა რეგიონის ეთნო-რელიგიურ სურათს და...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.