ეს ლექსი წლების წინ აქ დაიწერა, იბერიაზე... ჰოდა,მინდა დავაბრუნო...

აქაური

ახალი წევრი
წევრი
7/2/23
თემებითემები
1
36
დრო ფორუმზე
0წ
მახსოვს სისხლგამშრალი საქართველო-
ყორნებთან მეომარი არწივი...
სისხლით დაბანილი მთა და მდელო...
ნიჩბებით დაჩეხილი აპრილი...
დროშები მაგონდება მგლოვიარე,
თბილისი-მდუმარე და დაზაფრული,
ტიტების ცრემლიანი ოკეანე,
შავებში ჩაცმული გაზაფხული...
წლებმა ნაბიჯ-ნაბიჯ ჩაიარეს...
მუმლი ახვევია მუხას ბებერს...
ისევ სისხლი მოსდის ნაიარევს,
ისევ მობობოქრობს ცრემლის ღელე...
დღესაც ბოროტებას ვებრძვით ულევს,
დღესაც ქაშუეთის კვნესის ზარი,
ღმერთო,დალოცე და დაიცავი,
სამშობლო-ტკივილი და საფიცარი...
 

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,017
6,909
დრო ფორუმზე
132დ 12ს 55წ
ავტორი ?
 

აქაური

ახალი წევრი
წევრი
7/2/23
თემებითემები
1
36
დრო ფორუმზე
0წ
დამავიწყდა მიმეთითებინა,რომ ჩემს კალამს ეკუთვნის...
 
სურათი

Back
Top Bottom