Crypto ევროკავშირი საკუთარ კრიპტო ვალუტას გამოუშვებს

  • Thread starter Daria 
  • Დაწყების თარიღი
Crypto

Daria 

აქტიური წევრი
Wapforum.TOP
წევრი
მოდერატორი
12/2/24
თემებითემები
107
116
დრო ფორუმზე
85დ 16ს 51წ
ევროპის ცენტრალურ ბანკს (ECB) გადაწყვეტილი აქვს საკუთარი ციფრული ვალუტის გამოშვება, რათა ჩინეთთან და შეერთებულ შტატებთან, სავაჭრო სფეროში შესაძლო გართულებების შემთხვევაში, მისი ბაზარი დაცული იყოს.

„ევროპის ცენტრალური ბანკი შეშფოთებულია იმით, რომ დიდი ალბათობით, ევრო ზონა შეიძლება აღმოჩნდეს გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში, რომელშიც ერთი მხრივ ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიები, მეორე მხრივ კი ჩინური საგადამხდელო სისტემები ჩააყენებენ. ამ სიტუაციიდან გამოსავალი კი ციფრული ევრო იქნება. ამჟამად ევროპას ციფრული პლატფორმები არ ჰყოფნის“, – ამბობს გერმანულ ბანკ LBBW-ს უფროსი ეკონომისტი გვიდო ციმერმანი.

უფრო ადრე, იგივე მოსაზრება ECB-ს პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა გამოთქვა, როელიც ამბობს, რომ „გადახდების სისტემებში მსხვილი ტექნოლოგიური საშუალებების მოსვლა, იმის რისკს ზრდის, რომ ბაზრის ამ სფეროში უცხოელი დომინანტები გამოჩნდებიან, რაც მათზე დამოკიდებულებას გაზრდის. ეს კი გავლენას იქონიებს ევროპის სტრატეგიულ ავტონომიაზე“.

უფრო მეტიც, ლაგარდი დასძენს, რომ ევროპაში ამჟამად, საგადასახადო ოპერაციების თითქმის ორ მესამედს ის კომპანიები ახორციელებენ, რომელთა შტაბ-ბინები ევროპის კავშირის საზღვრებს მიღმაა განლაგებული.

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ევროს გამოშვების შესაძლებლობის შესწავლა 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო.

ამავე საკითხზე უკვე დიდი ხანია მუშაობენ ჩინეთი, იაპონია, შეერთებული შტატები, ბრიტანეთი და სხვა განვითარებული ქვეყნები. ყველაზე წინ კი ამ მიმართულებით იაპონია და ჩინეთი არიან წასული.

გთხოვთ გაიაროთ, ავტორიზაცია თუ არ ხართ რეგისტრირებული, გაიარეთ რეგისტრაცია ინფორმაციის სანახავად!
გთხოვთ გაიაროთ, ავტორიზაცია თუ არ ხართ რეგისტრირებული, გაიარეთ რეგისტრაცია ინფორმაციის სანახავად!
...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
სურათი

Back
Top Bottom