პოეზია გალაკტიონ ტაბიძე - ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი

  • Thread starter Hazard 
  • Დაწყების თარიღი

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,051
6,968
დრო ფორუმზე
132დ 23ს 14წ
maxresdefault.jpg


ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი,

მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა.

მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,

ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა!


ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო,

უთუოდ მახსენებ ოდესმე… ოდესმე!

გრაალის კოშკები, ლიდიის სამრეკლო

შენს ფეხქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა.


ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადი

ოცნება, ნახაზი საგანთა უარით,

ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი,

რომელსაც აზიის ცით გადაუარეთ.


ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი

და ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის.

ამაოდ დაგენდე, და ჩვენ ერთმანეთი

ამაოდ გვინდოდა, მშვიდობით მარადის!


ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები -

საღამო კანკალებს შიშით და რიდობით,

საღამო ნელდება და კვდება ვარდები…

მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!..​
 
სურათი

Back
Top Bottom