TV იმედი

TV

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,249
7,118
დრო ფორუმზე
130დ 8ს 58წ
მისი დამფუძნებელია ჰოლდინგი ი-მედია. ტელეკომპანიის გარდა ჰოლდინგის სტრუქტურა საგამომცემლო, რადიო, ტელეპროდუქციის მწარმოებელ და სხვა კომპანიებს აერთიანებს. თავდაპირველად როცა ჰოლდინგი ინვესტორთა ჯგუფის მფლობელობაში იყო, მას ბადრი პატარკაციშვილი ხელმძღვანელობდა 2008 წლამდე, 6 წლის განმავლობაში. ამ პერიოდში (2003-2008) ტელეკომპანია იმედის გენერალური დირექტორი იყო ბიძინა ბარათაშვილი. 2009-2012 წლებში, პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ მისმა ოჯახმა ტელეკომპანიაზე საკუთრების უფლება დაკარგა. გენერალური დირექტორი ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი არველაძე იყო. 2010 წლის გაზაფხულზე „იმედი“ საქვეყნო სკანდალში აღმოჩნდა, როცა მის ერთ-ერთ გადაცემაში ე.წ. მომავლის მოდელირებული ქრონიკა წარადგინეს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ტელევიზია საინფორმაციო ფორმატზე გადავიდა და ბადიდან გასართობი პროგრამები ამოიღო. იმავე წელს „იმედი“ პატარკაციშვილების ოჯახმა დაიბრუნა.
ზოგადი ინფორმაცია
კომპანიის მიზანია წარმოდგენილი პროდუქციის მაღალი ხარისხი, მომწოდებლებთან და კლიენტებტან თვისობრივად ახალი ურთიერთობების დამყარება, საქართველოს თითქმის მთელს ტერიტორიაზე ტელესიგნალის გავრცელება და რაც შეიძლება ფართო აუდიტორიის დაინტერესება.
ტელეკომპანიის ტექნიკურ ხარისხს უზრუნველყოფს თანამედროვე სატელევიზიო ტექნოლოგიები. ინგლისურმა კომპანიამ „On-Air Systems“ „იმედის“ მაუწყებლობისათვის ავტომატიზირებული სისტემა დაამონტაჟა. ფირმა „Rhode & Schwarz“, კი ტელესიგნალის გავრცელებაზე ზრუნავს.
კომპანიის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე „იმედის“ კონსულტანტები იყვნენ: ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი, ამერიკული საკონსულტაციო კომპანია “Quadrant Entertainment Group” და ნორვეგიული კომპანია „Teleplan“. ამჟამად „იმედს“ სხვა ექსპერტებთან ერთად კონსულტაციას კირილ ლეგატი უწევს.
იმედი უარს აცხადებს არალიცენზირებული პროდუქციის ტელე-ეთერში გაშვებაზე. იმედის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიის სამომავლო ინტერესებისათვის აუცილებელია წამყვან ვიდეო, მუსიკალურ და კინო პროდუქციის მომწოდებლებთან სამართლებრივი ურთიერთობების დამყარება. ამასთან პარტნიორებთან გამჭვირვალე ურთიერთობები ხელს შეუწყობს მათი საავტორო უფლებებისა და...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
ბოლო რედაქტირება:
სურათი

Back
Top