- 12/2/24
- თემებითემები
- 107
- 116
- დრო ფორუმზე
- 85დ 16ს 51წ
საერთაშორისო სავალუტო ფონდს (IMF), კრიპტო აქტივების ბაზრის რეგულირება, მის აკრძალვას ურჩევნია. თუმცა, ამ ეტაპზე, აკრძალვის ვარიანტს მაინც განიხილავს.
G20-ის ფინანსთა მინისტრების ბენგალურუს (ინდოეთი) შეხვედრაზე, IMF-ის მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ განმარტა, თუ რა შეხედულება აქვს ციფრულ აქტივებზე გაერთიანებული ერების ფინანსურ სააგენტოს და რომ, მის ინტერესებშია ბაზრის ამ ახალი სახეობის რეგულირება.
„ჩვენ ციფრული ფულის სამყაროს რეგულირებას ვამჯობინებთ და ეს მთავარი პრიორიტეტია“, – განცხადა გეორგიევამ, რომელმაც ბლუმბერგთან საუბრისას ისიც განმარტა, რომ ციფრული ფულის კლასიფიკაცია სრულად განსაზღვრული არაა.
„ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტები, რომლებსაც სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, საზოგადოებრივი კრიპტო აქტივებისა და სტეიბლკოინებისგან განვასხვაოთ“, – ამბობს გეორგიევა. მისივე თქმით, სრულად უზრუნველყოფილ სტეიბლკოინბს, ეკონომიკისთვის კარგი სივრცის შექმნა შეუძლია. მაგრამ უზრუნველყოფის გარეშე არსებულ კრიპტო აქტივები, მხოლოდ სპეკულაციური დანიშნულებისაა, დიდი რისკის მატარებელია და ფულად ვერ ჩაითვლება.
გეორგიევა ამბობს, რომ ყოვლისმომცველი რეგულაციები, რომლებიც კარგ პროგნოზირებასა და მომხმარებელთა დაცვაზეა ორიენტირებული, ერთმნიშვნელოვნად, აკრძალვაზე უკეთესი ღონისძიება იქნება და აკრძალვის განხილვაც კი ზედმეტია.
კითხვაზე, რა შეიძლება გახდეს კრიპტოს აკრძალვის მიზეზი, უპასუხა, რომ მთავარი მომხმარებელთა ინტერესების დაცვაა
IMF, ფინანსური სტაბილურობის საბჭო და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი, ერთობლივად მუშაობენ სარეგულაციო ჩარჩო მითითებებზე, რომლებიც კრიპტო ბაზარს შეეხება და რომელიც მიმდინარე წლის მეორე ნახევარში გამოქვეყნდება.
...

პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.