სპორტი ითამაშებს თუ არა იამალი "სევილიასთან" - ბოლო ცნობები

სპორტი

Hazard

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16 დეკემბერი 2022
თემებითემები
2,743
6,293
როგორც მოგეხსენებათ, ლამინ იამალმა დანიის ნაკრებთან მატჩი მცირე დისკომფორტით დაამთავრა, რის გამოც ესპანეთის ეროვნული გუნდის შეკრება დატოვა და ბარსელონაში დაბრუნდა.

პირველმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ "ბარსელონას" 17 წლის ვარსკვლავს ტრავმა არ აქვს და მხოლოდ კუნთის გადაღლა აღენიშნება.

სამედიცინო შემოწმებას იამალს "ბლაუგრანაშიც" გაატარებენ.

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, ფერან მარტინესის ცნობით, სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, ითამაშებს თუ არა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ვარსკვლავი "სევილიას" წინააღმდეგ გასამართ მატჩში.

შეგახსენებთ, რომ ანდალუსიელებს "ბარსა" 20 ოქტომბერს, თბილისის დროით 23 საათიდან დაუპირისპირდება.

რაც შეეხება იამალს, მიმდინარე სეზონში მისი მონაგარი 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

ბმულის სანახავად უნდა იყოთ [რეგისტრირებული ] [ავტორიზაცია]
 
სურათი

მსგავსი თემები

Back
Top