- 16/12/22
- თემებითემები
- 3,106
- 7,032
- დრო ფორუმზე
- 133დ 5ს 50წ
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი მეტისმეტად ხარბი და წუწკი მელია. ერთხელ სოფლის ნაპირას ხეტიალისას მძორს მიაგნო და თავისებურად ხარბად მიაძღა. იმდენი ჭამა, იმდენი, რომ მონელება გაუჭირდა და მუცელმა გვრემა დაუწყო. იქვე ხეზე ერთი მწყერჩიტა იჯდა და მხიარულად ჭიკჭიკებდა. შეეხვეწა მელია მწყერჩიტას:
— მეზობელო, ოღონდ ეს საჭმელი მომანელებინე და ჩემს სიცოცხლეში შენს ბარტყებს და საბუდარს ახლოს აღარ გავეკარებიო.
— კარგიო, — უთხრა მწყერჩიტამ, — მე ავფრინდები და საითაც წავალ, შენ ფეხდაფეხ უკან მომყევიო.
აფრინდა მწყერჩიტა და გაედევნა უკან მელია. მიფრინავს მწყერჩიტა და მისდევს მელია. ხან მინდორზე არბენინა, ხან ჩირგვებში აძვრინა, ხან ქვებზე ახტუნავა და ხან წყალში ატოპინა. იმდენი არბენინა, იმდენი რომ მელიას მთლად ფერდები დასცვივდა. ბოლოს მწყერჩიტამ ჰკითხა:
— როგორ არის საქმე, მეზობელო, მოინელე თუ ვერაო?
— მონელებით კი მოვინელე, — უთხრა მელიამ, — მაგრამ ახლა სიცილი მომინდა და, თუ გულიანად მაცინებ, შენ მოდგმას არასდროს არაფერს დავუშავებო.
— კარგი, არც ეგ არის ძნელი, — დათანხმდა მწყერჩიტა, -გამომყე უკან და სიცილითაც გულს გაჯერებინებო.
მწყერჩიტამ მელია კალოზე მიიყვანა და ძნის ქვეშ დამალა. თვითონ კევრის ხარს დააჯდა რქაზე და ჭიკჭიკი დაიწყო. დაინახა გლეხმა და სახრე მოუქნია, მწყერჩიტამ აფრენა მოასწრო , სახრე ხარს მოხვდა რქაზე და მოსტეხა. მელია იცინის, იცინის, კვდება სიცილით.
მწყერჩიტა ახლა მაწვნის ქილაზე შემოჯდა . გაჯავრებულმა გლეხმა ქვა ესროლა. მწყერჩიტამ ისევ მოასწრო აფრენა, ქვა ქოთანს მოხვდა, ქოთანი გატყდა და მაწონი კალოზე გაღვარდა. მელია იცინის, იცინის, კვდება სიცილით.
ბოლოს მწყერჩიტა ბავშვს დააჯდა თავზე. ბავშვმა ჯოხი მოუქნია, უნდოდა მოერტყა და მოეკლა, მაგრამ მაგრამ მწყერჩიტამ აქაც გაასწრო, სახრე ბავშვმა თავში მოარტყა და აღრიალდა.
მელია იცინის, იცინის, კვდება სიცილით.
მიფრინდა მწყერჩიტა მელიასთან და ჰკითხა:
— რას იტყვი, მეზობელო, ხომ კარგად გაცინეო?
ამდენ სიცილ-სიცილში მელიას ხელახლა მოშივდა, დაავიწყდა თავისი პირობა და...

პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.