??? მისტიკური სახლი თბილისში

  • Thread starter Hazard 
  • Დაწყების თარიღი

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,270
7,149
დრო ფორუმზე
130დ 21ს 50წ
სახლი რომელსაც საკმაოდ ბნელი და უცნაური წარსული აქვს.მას ასევე “ეშმაკის სახლსაც'' უწოდებენ. იგი ააშენა ალექსანდრე შიმკევიჩმა 1888 წელს, სომეხი ვაჭრის დაკვეთით, რომელიც გადმოცემებით სატანის კულტის მიმდევარი იყო.სწორედ ამ ვაჭრის ქალიშვილმა ჩამოიხრჩო ამ სახლის სხვენზე თავი(სავარაუდოდ მსხვერპლშეწირვა იყო).



სახლს საკმაოდ უცნაური და მისტიური შეხედულება აქვს.

ფასადებზე რქიანი და წაწვეტებულყურიანი არსებები არიან გამოსახულნი.სახლის შინგნით არის დიდი ბუხარი, ასევე საიდუმლო გვირაბი, რომელიც აერთიანებს მსგავს 9 შენობას, რომელთა განლაგებასაც თუ დავაკვირდებით რუკაზე, ეგრეთწოდებულ პენტაგრამას მივიღებთ.



ყველა ამ შენობის მისამართში ფიგურირებს ციფრი 6, ასევე დამახასითებელია არქიტექტურული მსგავსება.ყველა ეს სახლი თუ შენობა, რომელიც პენტოგრამის ბოლოების ნაწილია, აგებულია ზემოთ ნახსენები სომეხი ვაჭრის მიერ.

და ბოლოს რაც ყველაზე მთავარია ამ შენობებს აერთიანებს მიწისქვეშა გვირაბი, რომლის ცენტრშიც რიტუალებს ატარებდნენ.
ეს რუკაზე


8K4NItC.jpeg



სახლი, რომელიც ინგოროყვას (ყოფილი დერჟინსკის ქ.) # 6-ში მდებარეობს, ვიზუალურადაც საკმაოდ შემზარავია. განსაკუთრებით – მზის ჩასვლის შემდეგ. გარე ფასადზე იდაყვებზე დაყრდნობილი რქიანი და წაწვეტებულყურებიანი ფიგურაა გამოქანდაკებული, რომელიც საკმაოდ მრისხანე გამომეტყველებით გადმოჰყურებს გზას.

სავსებით შესაძლებელია, ეს ეშმაკის გამოსახულებაც იყოს. სახლზე კიდევ რამდენიმე პატარა უცნაური არსების თავია გამოსახული. ზემოთ კი სხვენია, სადაც მრავალი წლის წინ სომეხ გოგონას თავი ჩამოუხრჩვია. სახლის შესახებ ასეთი ლეგენდა არსებობს:

XIX საუკუნეში სომეხმა ვაჭარმა ააშენა ეს სახლი. ის სატანიზმის მიმდევარი იყო. გოგო, რომელმაც სხვენზე თავი ჩამოიხრჩო, ერთი ვერსიით, მისი ცოლი იყო, მეორეთი კი – ქალიშვილი. სახლს აქვს სარდაფი და საიდუმლო გვირაბი, რომელსაც სარიტუალო დარბაზში მივყავართ.

ზოგი იმასაც ამბობს, რომ სახლის შიგნით დიდი ეშმაკის ფიგურაა, რომლის ფეხები სარდაფში მთავრდება, თავი კი – სხვენზე. სახლში არის ბუხარის მსგავსი რაღაც, რომელზეც ბავშვის ფიგურაა გამოსახული. გავრცელებული ვერსიით, სწორედ ეს უნდა...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
სურათი

Back
Top