თემა მოგზაურობა ძილის საუფლოში – წინასწარმეტყველური სიზმრები

მარიამი 

ახალი წევრი
Wapforum.TOP
წევრი
13/1/23
თემებითემები
127
0
დრო ფორუმზე
24დ 17ს 11წ
johannes-plenio-DKix6Un55mw-unsplash.jpg

ფოტო: Johannes Plenio/unsplash


ძილის საუფლო და მისი მუდმივი თანამგზავრი – სიზმარი ჯერაც სათანადო კვლევის პროცესშია, თუმცა მეცნიერები ერთხმად აღიარებენ, რომ სიზმარს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის ცხოვრებაში. ყოფილა შემთხვევები, როდესაც სიზმარში ნანახი ცხადში ახდენილა და დღეს სწორედ ასეთი ფაქტების შესახებ გვექნება საუბარი, თუმცა სანამ საკითხს კონკრეტულად შევეხებოდეთ, რამდენიმე არსებითი ხასიათის მოსაზრებასა თუ ისტორიულ ცნობაზე გავამახვილებთ ყურადღებას.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 350 წლით ადრე არისტოტელემ, როდესაც ცდილობდა გაეაზრებინა, რა და რატომ ხდება ძილის დროს, დაწერა ტრაქტატი „ძილის და სიფხიზლის შესახებ“. მთელი მომდევნო 2300 წლის განმავლობაში ძველბერძენი ფილოსოფოსის კითხვები უპასუხოდ რჩებოდა, სანამ 1924 წელს გერმანელმა ფსიქიატრმა ჰანს ბერგერმა ელექტროენცეფალოგრაფი არ გამოიგონა – ტვინის ელექტრული აქტიურობის დასარეგისტრირებელი ხელსაწყო – და მაშინ ძილის შესწავლა ჩვეულებრივი მეცნიერული კვლევის სფეროში გადავიდა.
%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%98.jpg
ფოტო ვიკიპედიიდან
მხოლოდ ბოლო ათწლეულებია, რაც ტომოგრაფიამ საშუალება მისცა მეცნიერებს, უფრო აქტიურად დაუკვირდნენ პროცესებს და მივუახლოვდით იმ დროს, როდესაც არისტოტელეს შეკითხვებს პასუხი გაეცემა, თუმცა მართალია ძილის ფაზების, მათი ხანგრძლივობის, მონაცვლეობის და სხვადასხვა პროცესის შესახებ ინფორმირებულობის კუთხით მეცნიერებამ საგრძნობლად წინ წაიწია, მაგრამ ძილი და სიზმარი კვლავაც ერთ-ერთი ყველაზე...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
სურათი

Back
Top Bottom