სპორტი მოსალოდნელზე ნაკლები - რა თანხა დაუჯდა "ბარსას" ოლმო

სპორტი

Hazard

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16 დეკემბერი 2022
თემებითემები
2,743
6,293
"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ დაადასტურა, რომ კლუბს დანი ოლმოს შეძენა 47 მილიონი ევრო (+ბონუსები) დაუჯდა.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ლაიფციგისთვის" კატალონიელებს ფიქსირებული 55 მილიონი ევრო, ხოლო ბონუსების სახით, 7 მილიონი ევრო უნდა გადაეხადათ.

როგორც ჩანს, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხარჯი მოსალოდნელზე ნაკლები იქნება.

ცნობისთვის, ესპანელმა ნახევარმცველმა "ბლაუგრანასთან" 6-წლიანი კონტაქტი გააფორმა, მის გამოსასყიდ თანხად 500 მილიონი ევრო განისაზღვრა.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ვარსკვლავმა "ბარსას" მაისურით ჩატარებულ 3 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

დანი მოედანზე 15 სექტემბრის შემდეგ აღარ გასულა, რისი მიზეზიც კუნთის ტრავმა გახლდათ. გუნდს იგი ხვალ, "სევილიას" წინააღმდეგ დაუბრუნდება.

ბმულის სანახავად უნდა იყოთ [რეგისტრირებული ] [ავტორიზაცია]
 
სურათი

მსგავსი თემები

Back
Top