სპორტი რა უთხრა ვინისიუსმა რაფინიას "კლასიკოს" შემდეგ

სპორტი

iunaitedi

ადმინისტრატორი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16 დეკემბერი 2022
თემებითემები
1,393
4,062
"ბარსელონას" ბრაზილიელმა გარემარბმა, რაფინიამ კიდევ ერთი ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც უამრავ საკითხს შეეხო.

27 წლის შემტევს შეკითხვა მადრიდის "რეალის" სუპერვარსკვლავის, ვინისიუსის შესახებაც დაუსვეს.

"მითხრა თუ არა ვინიმ "ელ კლასიკოს" დროს, რომ ოქროს ბურთს მოიგებდა? არა, მას ჩემთვის ეს არ უთქვამს. მატჩის მერე შევხვდით, მაგრამ სხვა საკითხები განვიხილეთ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ 24 საათი ფეხბურთით ვცხოვრობთ, შეხვედრების დროს კი ერთმანეთის ოჯახებს ვკითხულობთ ხოლმე და ცხოვრებაზე ვლაპარაკობთ.

რა თქმა უნდა, მესმის ვინის პროტესტი რასისტულ გამოხტომებზე. ეს ხალხი ზღვარს გადადის. ვინი ძალიან მხიარული ბიჭია, მუდამ ხუმრობს. ერთადერთი, რაც მას აბრაზებს, რასიზმია, და მისი სრულიად მესმის," - თქვა რაფინიამ.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ოქროს ბურთი "მანჩესტერ სიტის" ესპანელ ნახევარმცველს, როდრის გადაეცა...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში შედით ან დარეგისტრირდით ახლავე.
 
სურათი

მსგავსი თემები

Back
Top