სტატია მზეზე ახლახან აფეთქება მოხდა, რამაც ამერიკაში რადიოკავშირების გათიშვა გამოიწვია

  • Thread starter Hazard 
  • Დაწყების თარიღი
სტატია

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,010
6,886
დრო ფორუმზე
132დ 7ს 19წ
ScESV.gif
მზის აფეთქება უკიდურეს ულტრაიისფერი ტალღის სიგრძის დიაპაზონში.
(NASA/LMS)
● ცოტა ხნის წინ, მზეზე აფეთქება მოხდა, რამაც გამოიწვია რადიოკავშირების ხანმოკლე გათიშვა დასავლეთ შეერთებულ შტატებსა და წყნარ ოკეანეში.
მზიდან ამოტყორცნილი ენერგია, რომელიც ელექტრომაგნიტური გამოსხივების სახით გამოიდევნება, დედამიწის ზედა ატმოსფეროს შეეჯახა.

2023 წლის 2 ივლისს, საქართველოს დროით 03:14 საათზე, მზის აქტიურ ლაქაში, სახელწოდებით AR 3354, მოხდა X კლასის აფეთქება.
აღნიშნული კლასი ყველაზე ძლიერი კატეგორიის აფეთქებაა, რომლის მოხდენაც ჩვენს მზეს შეუძლია.

აფეთქებამ დედამიწის ზედა ატმოსფეროში იონიზაცია მოახდინა და ხელი შეუშალა მაღალი სიხშირის რადიოსიგნალებს დედამიწის იმ მხარეს, რომელიც ზემოთ აღნიშნულ დროს მზისკენ იყო მიმართული.

რაოდენ სერიოზულადაც უნდა ჟღერდეს, დედამიწაზე ზემოქმედება იმაზე მსუბუქი იყო, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან აფეთქება შემდგომი გამწვავებების გარეშე ჩაცხრა.
ასტრონომებს არ შეუმჩნევიათ
გთხოვთ გაიაროთ, ავტორიზაცია თუ არ ხართ რეგისტრირებული, გაიარეთ რეგისტრაცია ინფორმაციის სანახავად!
ამოფრქვევის ნიშანი, რომელიც ჩვეულებრივ თან ახლავს ასეთ მოვლენებს.

ამოფრქვევა შეესაბამებოდა მზის მიმდინარე ციკლის აღმავალ ტრაექტორიას და გვაფიქრებინებს, რომ წინ კიდევ რამდენიმე ტურბულენტური თვე გველის, რადგან მზის აქტივობის 11-წლიან პიკს ვუახლოვდებით.
sunspots-july-2023-8502244.jpg
მზის ლაქების რეგიონები. AR 3354 ჩანს მზის დისკოს ზედა მარჯვენა კუთხეში.
(NASA SDO @ Spaceweatherlive)
ასეთი აქტივობა საკმაოდ ნორმალურია მზისთვის.
ის ყოველ 11 წელიწადში ერთხელ გადის აქტივობის მწვერვალებსა და სიდაბლეებს, რომლებსაც მზის მაქსიმუმი და მზის მინიმუმი ეწოდება.

უცნობია, რა ამოძრავებს ამ ციკლებს, მაგრამ ჩვენ ვაფიქსირებთ მათ მზის ლაქების რაოდენობის მიხედვით, რადგან მზის მაგნიტური ველი აკონტროლებს მის აქტივობას, ხოლო მისი ლაქები დროებითი რეგიონებია, სადაც მაგნიტური ველები განსაკუთრებით ძლიერია.

მზეზე აფეთქებები და კორონალური მასის...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
ბოლო რედაქტირება:
სურათი

Back
Top Bottom