- 16/12/22
- თემებითემები
- 3,178
- 7,125
- დრო ფორუმზე
- 133დ 16ს 15წ

ქართული ხალხური ზღაპარი იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი ზარმაცი, უქნარა და მუქთამჭამელი კაცი. მთელი დღეები ბუხართან იჯდა, ხელში ჯოხი ეჭირა და ნაცარს ქექავდა. სწორედ ამიტომ ხალხმა ნაცარქექია შეარქვა. ნაცარქექიას კარგი მეოჯახე ძმები ჰყავდა.
- კაცო, სულ რომ ნაცარს უზიხარ, ან ჭამა არ გინდა, ან სმა, – ეუბნებოდნენ ძმები ყოველდღე, – ადექი, გაისარჯე და ოჯახში რამე შემოიტანე, თორემ იცოდე, ჩვენ შენი რჩენის თავი აღარ გვაქვს და სახლიდან გაგაგდებთო.
ნაცარქექია ძმების მუქარას ერთ ყურში რომ შეუშვებდა, მეორიდან გაუშვებდა. მობეზრდათ ძმებს მისი უსაქმურობა და ერთ მშვენიერ დღეს მართლაც გააგდეს სახლიდან. ერთი გუდა ნაცრით გაუტენეს და ზურგზე აჰკიდეს, ხელში ჯოხი მისცეს, საგზლად ერთი ჭყინტი ყველიც გაატანეს და გაისტუმრეს. თან გააფრთხილეს: - ჩვენს სოფელს გაშორდი, აქ აღარ გვეგულებოდე, თორემ ვაი შენი ბრალიო.
- კარგი, ვეცდები, რაც შეიძლება შორს წავიდეო, - უთხრა ნაცარქექიამ ძმებს და გზას გაუდგა.
ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ერთ უშველებელ მდინარეს მიადგა. შეეშინდა ნაცარქექიას წყალში გასვლის და მდინარის პირას მხართეძოზე წამოწვა, – იქნებ ვინმემ გამოიაროს და გამიყვანოსო. თურმე მდინარეც და ის ადგილებიც ერთი დაუნდობელი დევის სამფლობელო ყოფილა.
საღამოხანს მიადგა დევი გაღმა ნაპირიდან მდინარეს და დაუწყო წყალს ხვრეპა. დაინახა ნაცარქექიამ დევი და ომახიანად გასძახა: - ჰეი, რომელი ხარ, ახლავე აქეთ გამოდი, მხარზე შემისვი და გაღმა გამიყვანე, ფეხის დასველება მეზარებაო!
დევს ძალიან გაუკვირდა, აქ ჩემი შიშით გოლიათებს ვერ გაუვლიათ და ეს პატარა კაცი რა ძალის პატრონია, ამას რომ მიბედავსო. გამოსძახა: - ვინა ხარ, რა სულიერი
ხარ და მაგ თავხედობას როგორ მიბედავო?
ნაცარქექია დიდი მკვეხარა და ბაქიბუქა იყო. ისე ტრაბახობდა, რომ კაცს ყოვლისშემძლე ეგონებოდა. შემოიყარა დოინჯი და დევს დაემუქრა:
- აი, შე ქინქლავ, შენა! რომ არ მებრალებოდე, კი გაჩვენებდი, ვინცა ვარ. იცოდე, თუ ჭკუით არ იქნები, ასეთ თავხედობას მეორედ აღარ გაპატიებ. შე ბრიყვო და ბაბაყურო, არ გაგიგონია ნაცარქექია, ნაცარყლაპია, ან ჯოხით მებრძოლი? მე სწორედ ისა ვარ! არ მინდა ქვეყანა დავაქციო, თორემ...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.