სტატია NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა იუპიტერზე მწვანე ნათება დააფიქსირა

  • Thread starter Hazard 
  • Დაწყების თარიღი
სტატია

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,302
7,247
დრო ფორუმზე
132დ 2ს 39წ
13407906_jupiter-lightning-clean-TN-img-7529166.jpg

NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა დააფიქსირა უცნაური ნათება იუპიტერზე, მბრუნავი მორევის შიგნით.



მწვანე ელვა დაფიქსირდა იუპიტერის ჩრდილოეთ პოლუსთან მდებარე მრავალი მორევიდან ერთ-ერთში.



მეცნიერები ჯერ კიდევ ცდილობენ გაიგონ იუპიტერის, ჩვენი მზის სისტემის უდიდესი პლანეტის მრავალი ასპექტი, მათ შორის, მასიური შტორმები და თუ როგორ ხდება ელვისებრი მოვლენები გაზის გიგანტზე.



დედამიწაზე ელვა წარმოიქმნება წყლისგან შემდგარი ღრუბლებიდან და დარტყმების უმეტესობა ეკვატორთან ახლოს ხდება.

იუპიტერზე ელვა ამიაკისა და წყლისგან წარმოქმნილი ღრუბლებიდან ფორმირდება და ყველაზე ხშირად ისინი პლანეტის პოლუსების მახლობლად ეცემა.



კოსმოსურმა აპარატმა Juno-მ, რომელიც იუპიტერსა და მის მთვარეებზე დასაკვირვებლად პირველად 2016 წელს მივიდა, მოვლენა 2020 წლის 30 დეკემბერს გაზის გიგანტთან 31-ედ მიახლოებისას დააფიქსირა და სურათიც გადაიღო.

წყარო:
გთხოვთ გაიაროთ, ავტორიზაცია თუ არ ხართ რეგისტრირებული, გაიარეთ რეგისტრაცია ინფორმაციის სანახავად!
 
სურათი

Back
Top Bottom