თემა ნოდარ დუმბაძე

Hazard

Hazard

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16 დეკემბერი 2022
თემებითემები
2,795
6,377
3919458324.jpg

ნოდარ დუმბაძე დაიბადა 1928 წლის 14 ივლისს ქალაქ თბილისში, მოსამსახურის ოჯახში. მამა — ვლადიმერ ივანეს ძე დუმბაძე საქართველოს კომუნისტური პარტიის მაიაკოვსკის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, დედა — ანა ივანეს ასული ბახტაძე — დიასახლისი. 1937 წლის რეპრესიების პერიოდში მამამისი დახვრიტეს, ხოლო დედა დააპატიმრეს და გადაასახლეს და ხანგრძლივი პატიმრობის შემდეგ 1946 წელს გაათავისუფლეს. ნოდარი თავდაპირველად სწავლობდა თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში, რომელიც არ დაუმთავრებია. 8 წლის ასაკში დეიდებმა საცხოვრებლად წაიყვანეს აფხაზეთში, სოხუმში, სადაც სამი წელი გაატარა. ბიძები დაპატიმრებისა და დახვრეტის შემდეგ საცხოვრებლად ბებიასა და ბაბუასთან გაგზავნეს, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში.



1945...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში შედით ან დარეგისტრირდით ახლავე.
 
ბოლო რედაქტირება:
Hazard

Hazard

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16 დეკემბერი 2022
თემებითემები
2,795
6,377
დილით მამიდაშვილი შემოვიდა ჩემს ოთახში და მითხრა: - "ვიღაც ქალია, შენ გკითხულობსო".

- "უთხარი შემოვიდეს". - ვთხოვე მე და სამუშაოს თავი დავანებე.

- "ეზოში დგას, ალაგესთან, არ მოდის, თუ არ შეწუხდება, აქ მოვიდეს ერთი წუთითო".

რა გზა მქონდა,
"ეზოში ჩავედი. ალაგესთან 45-50წლის ჭაღარა, სოფლელი ქალი იდგა. ხელში რაღაცით სავსე სამლიტრიანი ქილა ეჭირა და უხერხულად იღიმებოდა. სათნო და ლამაზი სახე ჰქონდა.
  • გამარჯობათ, ნოდარ ბატონო! - მომესალმა.
  • გამარჯობათ, მობრძანდით სახლში! - მოვიპატიჟე ცალყბად, თან გულში გავიფიქრე, ძღვენით არის მოსული, დაიწყება ახლა: „შვილი მყავს მოსაწყობი“, ან „ამას მიმიწერე“, „იმას დაურეკე...“
  • არა, ბატონო, მხოლოდ ერთი წუთით გეახელით.
  • რაზე შეწუხებულხართ, ქალბატონო?
  • ალბათ, ვერ მიცანით, ნოდარ ბატონო. - მითხრა მან და ძალზე სევდიანად გაიღიმა.
  • გამოგიტყდებით და, ვერა, ქალბატონო. - შემრცხვა, მაგრამ ტყუილი ვერ ვთქვი.
  • არ მეგონა, თუ ვერ მიცნობდით. - მითხრა მან და თავი დახარა.
  • რატომ გეგონათ, რომ გიცნობდით, ქალბატონო?! - გამეღიმა მე.
  • ნათელა ვარ მე, ნიჟარაძე, კუკურას დაი. - თქვა მან.
  • ნათელა! - საოცარი სისუსტე ვიგრძენი ხმაშიც, მკლავებშიც, მუხლებშიც...
  • ნათელა! - გავიღიმე უნაიროდ და იქვე წაქცეულ ხის გრძელ მორზე ჩამოვჯექი. იგი მოვიდა, ის ქილა ფეხებშუა ჩამიდგა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა. უხერხულობის დასაფარავად თუთუნის გახვევა დავიწყე.
  • მაისის თაფლია, ნოდარ ბატონო, ჩემი ბუკისაა, სუფთა ქარვასავით.
  • გმადლობთ, რაზე ირჯებოდი.
  • სოფელში თქვეს - ჩამოვიდაო, გულს უჩივაო, აგი თაფლი გულის წამალია... შენი ძმაი იკითხა, კუკურა და მისი ცხენიო... - თავი დავუქნიე უაზროდ. - რამდენი ხნით ჩამობრძანდით, ნოდარ ბატონო, მარტო ბრძანდებით თუ შემადგენლობით... - იგი ლაპარაკობდა წყვეტილად, თავაუღებლად. ხმა უთრთოდა...

  • როგორ ხარ, ნათელა? - შევაწყვეტინე ლაპარაკი... მან სული მოითქვა და თვალებში შემომხედა.
  • ჩემი არ იყოს, ხანი შეგპარვია, ნოდარ ბატონო! ახლა ხომ არ უჩივით რამეს?
  • ჩემი საქმე გამორკვეულია. შენ როგორ ხარ, ნათელა?
  • ვარ ისე, როგორც შეეფერება სოფლის დედაკაცს.
  • მაინც?
  • ჩაის ვკრეფ, ყანას ვთოხნი, საქონელს ვწველი, ქმარ-შვილს ვუვლი.
  • გათხოვდი?
  • გვინ გავთხოვდი, ნოდარ ბატონო... ოთხი შვილი მყავს, ოთხივე სწავლობს...

  • აგერ, ეს მოგიტანეთ, არ იფიქროთ, რომ... სხვანაირად ნუ ჩამომართმევთ და... თქვენ ახლა სახელიანი კაცი ბრძანდებით, თქვენ უფრო გამოგადგებათ, რამეში გამოიყენეთ, მე კი... - მან რაღაც ძველი, გაცრეცილი ქაღალდი გადმომცა ათრთოლებული ხელით.
  • რა არის ეს, ნათელა?
  • ლექსია. თქვენი დაწერილი... - გული გამიწვრილდა ცნობისმოყვარეობისაგან, ქაღალდი გავხსენი და ელდა მეცა.
წიფნაგვარელი ნათელა
ულამაზესი ქალია, ო, ჩემო ციცინათელავ, ჩემო ციხევ და გალია...
და შემდეგ: შენი თვალები მაღლები
სამხრეთის ზღვების ფერია, კბილები - თეთრი ძაღლები
მიღრენენ, არაფერია.
მოგონებებში წასული
შენს ბაგეს დავეხარბები, ოცნების ორი ასული
გადაწოლილან წარბები, .
გადაუთიბავთ თივები...


... ... ... ... .
და მე გუშინდელ დღესავით გამახსენდა, როგორ შევიზიარე გალაკტიონი ჩემი ბავშვობის სიზმრებში დაბადებულ პირველ სიყვარულში, როგორ მიმქონდა მისგან სესხი, რომელსაც არასდროს არ აბრუნებენ, და როგორ ვკვებავდი ამ საზრდოთი ჩემი და ნათელას სიყვარულის მშიერ სულს.
  • კიდევ ბევრი ლექსი მაქვს თქვენი, მაგრამ ეს ყველაზე კარგია, ცოდვაა ამის ასე დაკარგვა... - მითხრა მან.
  • და შენ ეს ლექსი არავისთვის არ გიჩვენებია?
  • რას ბრძანებთ, ჩემზე დაწერილ ლექსს სხვას როგორ წავაკითხებდი? - მითხრა მან და გაკვირვებულმა შემომხედა.
  • არც შვილებს?
  • არც შვილებს და არც არაფერ სულიერს, - მიპასუხა. ერთი ტირილი ქვეყანას მერჩია.
  • კარგი ქალი ხარ, ნათელა, შენ. მაპატიე, რომ ვერ გიცანი, ახლა კი გიცანი და გამახსენდი, მაგრამ ვაი რომ გვიანია. მაპატიე, ნათელა!
  • რა გჭირთ, ბატონო, ჩემი საპატიებელი?!
ნათელას გაეღიმა. მერე ისევ დუმილი ჩამოვარდა...

მე ავიღე, ქალისათვის შეუფერებელი შრომისაგან დაკოჟრილი და დამსკდარი მისი ხელი, მოწიწებით ვაკოცე და გული ამომიჯდა. მან ძალიან ფრთხილად გამომართვა ხელი, გულის მხარეს მკერდზე მაკოცა, მერე შეტრიალდა და წავიდა.
- მაპატიე, ნათელა! - ვთქვი მე. ნათელამ არაფერი არ მიპასუხა, ისე გადავიდა ალაგეზე. მე დიდხანს ვიდექი იმ იმედით, რომ ერთხელ მაინც მოიხედავს-მეთქი, მაგრამ ნათელას არ მოუხედია. იგი წავიდა და ასე უკანმოუხედავად წაიღო თან ჩემი საბრალო ბავშვობა...
 
Hazard

Hazard

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16 დეკემბერი 2022
თემებითემები
2,795
6,377
.. რა ამბავია? ჰკითხა ზღვამ ოთახში შესულ მზეს.
– ადამიანი კვდება! – უპასუხა მზემ.
– ასე უბრალოდ კვდება და მეტი არაფერი? – ჰკითხა გაკვირვებულმა ზღვამ.
– ექიმებმა უკვე მიატოვეს.
– თქვა მზემ და მხრები აიჩეჩა.
– შენ ნუ მიატოვებ. – უთხრა ზღვამ.
– როგორ თუ მივატოვებ, ჩემი გაჩერება ვინ გაიგონა?! – გაუკვირდა მზეს.
– ნუ მიატოვებ – გაუმეორა ზღვამ.
– მე რას ვუშველი, კვდება, ესეც არ იყოს ადამიანებმა უკვე მიატოვეს.
– შენ ადამიანებს რას უყურებ, ადამიანები ძალიან ხშირად და ადვილად ტოვებენ ერთმანეთს. შენ თუ არ მიატოვებ ადამიანი არ მოკვდება. ნუ მიატოვებ! – სთხოვა ზღვამ."
 
სურათი
Back
Top