თემა ოპერა

მარიამი 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
წევრი
13/1/23
თემებითემები
2,568
2,204
დრო ფორუმზე
24დ 17ს 11წ
330px-Milano-scalanotte.jpg


ოპერა (იტალ. opera) — თეატრალური წარმოდგენის მხატვრულ-დრამატული ფორმა, რომელშიც მოქმედება ძირითადად მუსიკით (სიმღერითა და აკომპანემენტით) სრულდება. ოპერა ლათინური სიტყვაა და ნიშნავს თხზულებას. ოპერა სინთეზური ჟანრია და აერთიანებს მუსიკის, დრამატურგიას, მხატვრობისა და ქორეოგრაფიის ელემენტებს. ოპერის საორკესტრო შესავალს ჰქვია უვერტიურა (თუ ის სონატურ ფორმაშია დაწერილი). ოპერის ტექსტს ჰქვია ლიბრეტო, ხოლო ოპერის მოქმედებებს — აქტები. ოპერაში გვხვდება მელოდიას მოკლებული სიტყვიერი ტექსტი, რომელსაც რეჩიტატივი ეწოდება, არია, რომლითაც ოპერაში მომღერალი თავის გრძნობებს გადმოგვცემს, სიმღერა, კავატინა, კანცონა, ანსამბლური ნომრები, გუნდები. ოპერა შეიძლება იყოს უწყვეტი განვითარების პრინციპზე ან დასრულებული ფორმების, ნომრების მონაცვლეობაზე (იშვიათად ორივეზე ერთად) აგებული.

ოპერა პირველად რენესანსის დროინდელ იტალიაში გამოჩნდა, როგორც გართობის ელემენტი. მან ხალხში სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და ევროპის სხვა ქვეყნებიც დაიპყრო.

რენესანსის პერიოდში ადამიანებს მოსწონდათ ყველაფერი, რასაც კი საერთო ჰქონდა ანტიკურ საბერძნეთთან და რომთან. ასე რომ, როდესაც ფლორენციაში სწავლულთა, პოეტთა და მუსიკოსთა ჯგუფები მათი დროის დრამის შექმნის გზებს ეძებდნენ, აზრად მოუვიდათ ძველი ბერძნებისათვის მიებაძათ, რომლებიც, როგორც მათ სჯეროდათ, კი არ ლაპარაკობდნენ, არამედ მღეროდნენ. 1597 წელს ასე შეიქმნა საოპერი ჟანრის პირველი ნიმუში „დაფნე“ ჯაკოპო პერის მუსიკაზე. „დაფნეს“ მალევე მოჰყვა პერის მეორე ოპერა „ევრიდიკე“, რომელიც 1660 წელს დაიდგა. ეს მუსიკალური დრამები (სწორედ ასე ერქვა მაშინ ამ ჟანრს, ტერმინი „ოპერა“ მხოლოდ XVIII საუკუნეში შემოდის) თავისი ექსპერიმენტული ხასიათის გამო მხოლოდ ხელოვანთა და არისტოკრატთა ვიწრო წრეში საჩვენებლად იყო განკუთვნილი. მართალია, ეს ქმნილებები ჯერ კიდევ შორს იყო იმისგან, რასაც კლასიკური გაგებით საოპერო ნაწარმოები ჰქვია, თუმცა სწორედ აქ მოხდა პირველად თეატრის ისტორიაში ის, რამაც საფუძველი ჩაუყარა ოპერის განვითარებას: სპექტაკლი...​
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
სურათი

Back
Top Bottom