Crypto ფინეთში ევროს სტეიბლკოინი EUROe მიმოქცევაში გაუშვეს

  • Thread starter Daria 
  • Დაწყების თარიღი
Crypto

Daria 

აქტიური წევრი
Wapforum.TOP
წევრი
მოდერატორი
12/2/24
თემებითემები
107
116
დრო ფორუმზე
85დ 16ს 51წ
ფინურმა კომპანია „მემბრან ფაინენსმა“ (Membrane Finance) გამოუშვა საკუთარი, სრულად რეზერვირებული სტეიბლკოინი, რომელიც ევროთია უზრუნველყოფილი. ახალი კრიპტო ფულის სახელია „ევროე“ (EUROe). კომპანია ფინეთის ფინანსების სამეთვალყურეო სამმართველოს მიერ (Fin-FSA) არის ლიცენზირებული. მისი განცხადებით, ევროე (EUROe) პირველი და ევროკავშირის მიერ სრულად რეგულირებადი სტეიბლკოინია.
უფრო ადრე, კერძოდ კი ზაფხულში, ამერიკაში ბაზირებულმა კომპანია Circle-მა გამოუშვა მისი კუთვნილი, ევროთი უზრუნველყოფილი სტეიბლკოინი “ევრო კოინი” (EUROC), რომელიც დასაწყისში, ამერიკულ „სილვერგეიტ ბანკის“ (Silvergate Bank) მიერ იყო დაცული.
„მემბრან ფაინენსის“ (Membrane Finance) მიერ გამოქვეყნებული განცხადების შესაბამისად, EUROe-ს ყოველი მონეტა, ფიატური ევროთია მხარდაჭერილი. კომპანია დარწმუნებულია, რომ მისი სტეიბლკოინი, თითქმის მყისიერ გადახდებს უზრუნველყოფს. ამასთან, ტრანზაქციის ღირებულება, ნულთან ახლოს იქნება. ტრადიციული ფინანსების შემთხვევაში, ამ ორივე პარამეტრის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია.
Membrane Finance-ის მთავარი აღმასრულებელი Juha Viitala იმედოვნებს, რომ მონეტა EUROe ევროპელებს სიმდიდრის დაგროვებაში დაეხმარება, რისთვისაც დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) არაერთი აპლიკაცია შემუშავდება.
გთხოვთ გაიაროთ, ავტორიზაცია თუ არ ხართ რეგისტრირებული, გაიარეთ რეგისტრაცია ციტატის შინაარსის სანახავად!
EUROe თავდაპირველად, მხოლოდ ეთერიუმზე (ETH) იქნება ხელმისაწვდომი, დროთა განმავლობაში კი სხვა ბლოკჩეინ ქსელების მხარდაჭერასაც მიიღებს.
...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
სურათი

Back
Top Bottom