- 12/2/24
- თემებითემები
- 116
- 125
- დრო ფორუმზე
- 85დ 16ს 52წ
გთხოვთ გაიაროთ,
ავტორიზაცია
თუ არ ხართ რეგისტრირებული, გაიარეთ
რეგისტრაცია
ინფორმაციის სანახავად!
ფრჩხილების კვნეტა, სამეცნიერო ენაზე ონიქოფაგია – საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა, რომელიც ყველა ასაკს მოიცავს. ადამიანების უმრავლესობა მას არასერიოზულად აღიქვამს, თუმცა კვლევები ცხადყოფს, რომ მას შეუძლია ჯანმრთელობისათვის პრობლემების შექმნა.
კვლევების თანახმად ფრჩხილების კვნეტის ჩვევა ახალგაზრდების 40% და ზრდასრულების 30% ახასიათებს. ამავე კვლევების თანახმად ადამიანების 40% ამ ჩვევით იზიანებს კბილებს.
გთხოვთ გაიაროთ,
ავტორიზაცია
თუ არ ხართ რეგისტრირებული, გაიარეთ
რეგისტრაცია
ინფორმაციის სანახავად!
ონიქოფაგია არის იმპულსური კონტროლის მოშლა, რომლის დროსაც ადამიანი იწყებს ფრჩხილების და მათ გარშემო კანის კვნეტას.
რა კავშრია ფრჩხილების კვნეტასა და კბილებს შორის? ალბათ გსმენიათ, რომ თხილის, ძვლების, ყინულის და სხვა ჩაკბეჩამ შესაძლოა დაგიზიანოთ კბილები. იგივე შეიძლება ითქვას ფრჩხილების შემთხვევაში. ფრჩხილი საკმაოდ მაგარი წარმონაქმნია და მისი მოკვნეტით კბილებზე დიდი ზეწოლა ვითარდება. დროდადრო ფრჩხილების კვნეტა იწვევს კბილებზე ბზარების გაჩენას, მინანქრის ატკეჩას, მოტეხვას.
გთხოვთ გაიაროთ,
ავტორიზაცია
თუ არ ხართ რეგისტრირებული, გაიარეთ
რეგისტრაცია
ინფორმაციის სანახავად!
კბილების მექანიკური დაზიანების გარდა ფრჩხილების მოკვნეტას შესაძლოა მოჰყვეს პირის ღრუში ავადმყოფობის გამომწვევი მიკრობების მოხვედრა. ექსპერტების აზრით აღნიშნულმა მავნე ჩვევამ შესაძლოა გამოიწვიოს ღრძილების ანთება. ხოლო მომავალში აღნიშნულ დაავადებას მოყვება კბილების დაკარგვა და უამრავი სხვა პრობლემები.
განსაკუთრებულად მავნე ზემოქმედებას ახდენს ეს ჩვევა მათზე ვინც ატარებს ბრეკეტებს. ვინც ატარებს ბრეკეტებს იცის, თუ როგორი ზეწოლა ხორციელდება კბილებზე. თუკი თქვენ გსურთ ამ ზეწოლას კიდე დაუმატოთ ფრჩხილების კვნეტა...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
ბოლოს რედაქტირებულია მოდერატორის მიერ: