??? კოჯრის სახლის მოჩვენებები

  • Thread starter Hazard 
  • Დაწყების თარიღი

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,302
7,239
დრო ფორუმზე
132დ 57წ
kojris-saxli.jpg

კოჯორში მდებარე ერთ-ერთ სახლში მომხდარ უცნაურობებზე იქაურები ბევრს საუბრობენ. ზოგიერთი ადგილობრივი აცხადებს, რომ საკუთარი თვალით უნახავს ამ სახლში მოჩვენებები. სახლის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია, აქ ხშირად მიდიან ცნობისმოყვარე ადამიანები მთელი საქართველოდან. სახლს უცნაური ფორმა აქვს, კედლები ჩამონგრეულია, არ აქვს კარი, ფანჯრები, კედლებზე კი სხვადასხვა ჩანაწერებია დატოვებული:”დროზე გადი აქედან, თორემ სიკვდილი სანატრელი გაგიხდება!” “აქ ცხოვრობს მოჩვენება!” “სიკვდილს მალე ჩახედავ თვალებში” და ა.შ. კოჯრის მოსახლეობა ამ ადგილას ბავშვების გაშვებასაც ერიდება…

ოთო ბექაური (ადგილობრივი მკვიდრი):
- 24 წლის ვარ და ეს სახლი სულ ასეთ მდგომარეობაშია, მამაჩემსაც არ ახსოვს, აქ ვინმეს ეცხოვროს. არსებობს ლეგენდა, რომ ამ სახლში დაახლოებით ათმა ოჯახმა სცადა ცხოვრება, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა ერთიანად ამოწყდა, მათი მომხსენიებელიც კი არ დარჩა. ამბობენ, რომ ხშირად ხედავენ ამ სახლში მოჩვენებებს, მეც არაერთხელ მსმენია ხმები – ხან კაკუნის, ხან ნაბიჯების. სახლსაც უცნაური ფორმა აქვს, ღამით რომ ამოხვიდეთ, მაშინ ნახავთ ამ სახლის “ხიბლს”. ერთხელ ღამით შევედი და, თითქოს ვიღაც მეუბნებოდა, დროზე წადი აქედანო.

  • მოჩვენებები თვითონ არ გინახავს?
  • მინახავს, მაგრამ ამ სახლში არა. ჩემს მეგობრებს უნახავთ აქ მოჩვენება. ერთმა ჭერში დაკიდებული გოგონა ნახა, ამბობენ, რომ თეთრ სამოსში ჩაცმულ ქალსაც ხშირად ხედავენ, რომელსაც შეშლილი სახე აქვს. კოჯორში ყველამ იცის ამ სახლში განვითარებული მოვლენების შესახებ, ზოგს თავისი თვალით უნახავს მოჩვენებები. მოხუცები ამბობენ, ვინც აქ იცხოვრა, ვერავინ გაიხარაო. ყველა ერიდება ბავშვების აქ გამოშვებას. ამ სახლის სანახავად ხშირად ჩამოდიან სხვადასხვა ქალაქიდან, ზოგი ვერაფერს ხედავს, ზოგიერთი კი შეშინებული გარბის. ერთ-ერთ მილიარდერს უნდოდა ამ სახლის შეძენა, მაგრამ გადაიფიქრა. შეიძლება სახლის დემონტაჟის მოთხოვნა, მაგრამ არავის უნდა ამ ცოდვაში ფეხის ჩადგმა, ეშინიათ.

პოსტი ავტომატურად გაერთიანდა:

პავლე ცხოვრებაშვილი:
- 1921 წელს...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
სურათი

Back
Top Bottom