- 13/1/23
- თემებითემები
- 127
- 0
- დრო ფორუმზე
- 24დ 17ს 11წ
წელს სიმპსონების ჰელოუინის სერიას “Wild Barts Can’t Be Token” ერქვა და თითქმის მთლიანად NFT-ის შარჟს მიეძღვნა. სერიაში ჰომერი შემთხვევით ბარტს მინტავს და მერე მარჯს ეუბნება: “გახსოვს, ყოველთვის გვინდოდა ბარტი ნაკლებად ჩანაცვლებადი ყოფილიყო?”. სერიის განმავლობაში NFT სამყაროში გადასულ სიმპსონებს ცნობილი Bored Ape-ები ემსახურებიან, მათი სიღარიბის ხაზგასასმელად. ზოგადად, სერია სავსეა NFT რეფერენსებით. ზოგიერთი NFT ინვესტორი სიმპსონების შემქმნელებზე გაბრაზდა, მაგრამ თავად ნოა ბოლანოვსკი X-ის პლატფორმაზე კმაყოფილებას ვერ მალავდა NFT-ის წარმოჩენით. შეიძლება ეს იმიტომ, რომ NFT დიდად აღარავის ახსოვს და მის გადამკვდარ გულშემატკივრებს პოპ-კულტურისგან მიღებული იმპულსის იმედიღა დარჩათ. რა დასამალია, რომ NFT ბაზარი, წარსულ დიდებასთან შედარებით, საშინლად გამოიყურება. ჯიმი ფელონის შოუში უყალბესი რეკლამების, პერის ჰილტონისა და სხვა პოპულარული ადამიანების მოულოდნელი, დაჟინებული NFT ისტერიკისა და პოდკასტებსა და ვლოგებში NFT მნიშვნელობის დაუღალავი განმარტებების მიუხედავად… ბაზარი კოლაფსის ზღვარზეა.
კი, ცნობილი Bored Ape და მისი ვარიაციები ახლაც დაახლოებით 30 ETH ღირს, თუმცა ვაჭრობის მოცულობა 2022 წლიდან, დღემდე 89%-ით შემცირდა. ოქტომბერში გამოქვეყნებული, DappGambl-ის რეპორტის მიხედვით: შესწავლილი 73,257 NFT კოლექციიდან, 69,795-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 0 ეთერიუმია. რეპორტის გამოქვეყნებისას კოლექციების მხოლოდ 21%-ი იყო სრულად მფლობელობაში და კოლექციების 18%-ის ე.წ floor price 0 ETH-იყო. რეპორტში NFT-ის ფასები ასეა დაჯგუფებული: მათი 41% 5$-100$-ს შორის მერყეობს, ხოლო კოლექციების 1%-ზე ნაკლებია შეფასებული 6,000$-ზე მეტად. ყველაზე პოპულარული Bored Ape NFT-ის ფასმა 2022 წლის მაისში მიაღწია უმაღლეს ნიშნულს – 268,000 აშშ დოლარს, დღეს ის დაახლოებით 56,000 დოლარი ღირს. თუ ამ ყველა მონაცემს გავითვალისიწინებთ, შეიძლება დავასვნათ, რომ NFT-ების უმრავლესობას ამჟამად უბრალოდ ღირებულება არ გააჩნია. ისინი პერის ჰილტონსაც კი დაავიწყდა – ქალს, რომელიც 2022 წელს ყოველდღე თითო ტვიტს მაიმუნის გამოსახულებას უძღვნიდა.
NFT ბაზრის აშაკრა შეფერხებაზე წერს Coindesk-ის ავტორი დეივიდ დევორიც. სტატიაში...

პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.