Crypto რას უნდა ველოდოთ მოახლოებული ჰალვინგისგან?

Crypto

მარიამი 

ახალი წევრი
Wapforum.TOP
წევრი
13/1/23
თემებითემები
127
0
დრო ფორუმზე
24დ 17ს 11წ
ერთ-ერთი პირველი, რასაც კრიპტოში ოდნავ გარკვევისთანავე იგებ, არის ჰალვინგი, კონკრეტულად კი ბიტკოინის ჰალვინგი. ამიტომ, პროცესის ახსნით თავს აღარ შეგაწყენთ. მოკლედ შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის შექმნიდან დღემდე, 210,000 ბლოკის გამომუშავების შემდეგ, ბიტკოინის მაინერებზე გაცემული ჯილდო (reward) ნახევრდება (ინგლისურად, halves). მექანიზმი საკმაოდ ჭკვიანურია, რადგან ასე მიმოქცევაში მყოფი ბიტკოინის რაოდენობა კონტროლდება და ის ღირებულებას ინარჩუნებს. პირველი კრიპტოვალუტის ბოლო ჰალვინგი დაახლოებით 2140 წლისთვის მოხდება.

უკანასკნელმა ჰალვინგმა, რომელიც 2020 წელს მოხდა, ბულ განწყობა შექმნა, რის შედეგადაც არა მხოლოდ ბიტკოინის, არამედ დანარჩენი კრიპტოვალუტების ფასიც გაიზარდა. 2020 წლიდან მოყოლებული, თითო ბლოკის დამაინერება 6.25 BTC-ის გამოიმუშავებს – წელს ეს მაჩვენებელი განახევრდება და 3.125-მდე ჩამოვარდება.

ბუნებრივია, რომ იმ ცოტა პროდუქტზე, რომელზეც მოთხვნა არის, ფასი იზრდება. ასე ემართება ბიტკოინსაც. მიუხედავად იმისა, რომ ETF პროდუქტმა კრიპტობაზარზე ახალი ინვესტიციები ჯერ-ჯერობით ვერ მოიზიდა და ნაწინასწარმეტყველები ბულრანი არ შედგა, ფასების ზრდა მაინც გველის. ჰალვინგი, უდიდესი ალბათობით, BTC-ის ფასს გაზრდის. იმ მონაცემებით, რაც ახლა გვაქვს, განახევრება დაახლოებით 100 დღეში უნდა მოხდეს.

ბიტკოინის ფასი ამჟამად “გაწელილ” მდგომარეობაშია. ბიტკოინის
გთხოვთ გაიაროთ, ავტორიზაცია თუ არ ხართ რეგისტრირებული, გაიარეთ რეგისტრაცია ინფორმაციის სანახავად!
, სადაც აღვნიშნეთ, რომ ერთგვარი დაბრკოლება 44 000$-ია. ექსპერტების მოსაზრებით, ჰალვინგამდე მსგავსი დინამიკა შენარჩუნდება. აი ჰალვინგის მერე კი ზოგიერთი კრიპტოენთუზიასტის პროგნოზი ძალიან ოპტიმისტურია, ზოგის კი მეტ-ნაკლებად დაბალნასებული. ბიტკოინის მაინინგში დახარჯული თანხა გაიზრდება, შესაბამისად, ფასიც უნდა გაიზარდოს. Coincodex-ის ვარაუდით, აპრილამდე 1 BTC 49 000$-ამდე ავა, ხოლო ჰალვინგის შემდეგ 84,100$-მდეც შეუძლია გაფრენა. Bloomberg ნაკლებად ოპტიმისტურია, მათი ვარაუდით, ფასმა 60 000$-თან უნდა იტრიალოს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ Bloomberg-ის პროგნოზი იმის შესახებ, რომ ბიტკოინი 2024 წელს 50 000$-იანი მაჩვენებლით შეხვდებოდა, არ...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
სურათი

Back
Top Bottom