Crypto რიპლთან დაკავშირებულ ვერდიქტს ახალი აღმავალი ტრენდის გამოწვევაშეუძლია

  • Thread starter Daria 
  • Დაწყების თარიღი
Crypto

Daria 

აქტიური წევრი
Wapforum.TOP
წევრი
მოდერატორი
12/2/24
თემებითემები
107
116
დრო ფორუმზე
85დ 16ს 51წ
დღეს კრიპტო ბაზრის მთავარი თემა, ფასიანი ქაღალდების და სავალუტო გაცვლების კომისიის (SEC) მიერ, კრიპტო სავაჭრო პლატფორმების, „კოინბეიზის“ და „ბაინენსის“ წინააღმდეგ აღძრული საქმეებია. თუმცა ეს მოძრაობა გაცილებით ადრე, 2020 წელს დაიწყო, როცა ამავე კომისიამ, რიპლის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი და ირწმუნება, რომ რიპლის XRP არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდია.

ეს საქმე იმითაც არის საყურადღებო, რომ ის პრეცედენტული შეიძლება გახდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო სხვა მსგავსი საქმეების განხილვისას, ამ საქმის გადაწყვეტილებას გაითვალისწინებს. SEC ირწმუნება, რომ რიპლმა XRP-ს დაურეგისტრირებელი გაყიდვით, 2013 წელს 1 მილიარდი დოლარი მიიღო.

რიპლმა გარისკა და SEC-ის სარჩელს წინააღმდეგობა გაუწია. საქმის განხილვა მას შემდეგ გრძელდება და მის შედეგს, დანარჩენი კრიპტო სამყაროც მოუთმენლად ელის. ამას მარტივი მიზეზი აქვს – თუ რიპლი დამარცხდება, მის ბედს სხვა კრიპტო ვალუტებიც გაიზიარებენ. და თუ გაიმარჯვებს, SEC-ს სხვების გამოწვევის მადა დაეკარგება. შესაბამისად, კრიპტო სამყაროსაც ერთი დიდი გაურკვევლობა მოშორდება. და რაც მთავარია, ინვესტორები ბაზარზე უფრო გაბედულად იმოქმედებენ, რაც აღმავალ ტრენდს გამოიწვევს.

რიპლმა თავისი კრიპტო ვალუტა XRP 2013 წელს შეიმუშავა და მის მთავარ დანიშნულებად, სწრაფ და იაფ საერთაშორისო გადარიცხვებში გამოყენება განსაზღვრა. უფრო მეტიც, რიპლი იქადნის, რომ თავისი XRP-ს მეშვეობით, SWIFT-ის სისტემის შეცვლაც კი შეუძლია. ბაზარზე დამკვიდრების გზაზე, რიპლმა პარტნიორული ურთიერთობა დაამყარა ბევრ ტოპ ინსტიტუციასთან, მათ შორის, „ამერიკენ ექსპრესთან“, „მანიგრამ-თან“, ბანკ „სანტანდერთან“ და სხვებთან. სასამართლო გარჩევების მიუხედავად, თავისი სისტემით, რიპლმა 2021 წელს 10 მილიარდი დოლარის გადარიცხვები შეასრულა. ეს გადარიცხვები XRP-ს გამოყენებით სრულდება, რომლებსაც კლიენტი წინასწარ, ტრანზაქციისთვის ყიდულობს.

რიპლის დაცვა ირწმუნება, რომ XRP-მ ვერ გაიარა ეგრეთ წოდებული ჰოუეის ტესტი და შესაბამისად, მისი გამოყენებით, არც საინვესტიციო კონტრაქტი განხორციელებულა. ამიტომ, ის ფასიან ქაღალდად არ უნდა ჩაითვალოს და არც მისი შესაბამისი დარეგისტრირებაა საჭირო.

მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
სურათი

Back
Top Bottom