სტატია რომანი კონკიასთან, 4 ქორწინება და მამობა 66 წლის ასაკში - რას საქმიანობს პრინცი საყვარელი ზღაპრიდან?

სტატია

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,017
6,909
დრო ფორუმზე
132დ 12ს 51წ
ჩეხი მსახიობი პაველ ტრავნიჩეკი, რომელიც მილიონობით მაყურებელმა ზღაპრული პრინცის როლით გაიცნო, 26 ოქტომბერს 71 წლის გახდა. 1970-იან წლებში მასზე ათასობით გოგონა იყო შეყვარებული და დღემდე ზღაპრის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ პერსონაჟად მიიჩნევენ.

ქალების გულთამპყრობელს 4 ქორწინებიდან 3 ვაჟი ჰყავს. მსახიობი 66 წლის იყო, როცა ნაბოლარა შვილი შეეძინა. რას საქმიანობს დღეს „პრინცი“ და ვინ არის ქალი, რომელმაც მისი გულის დაპყრობა მოახერხა.
პაველ ტრავნიჩეკი მუსიკოსების ოჯახში გაიზარდა და ხელოვნებას ბავშვობიდან ეზიარა. მუსიკალური განათლების მიღების შემდეგ მომავალმა მსხიობმა თეატრალური აკადემია დაამთავრა, თუმცა გადასაღებ მოედანზე ბედნიერი შემთხვევის წყალობით მოხვდა.
კონკიას და პრინცის ისტორია კადრში და კადრს მიღმა
მას შემდეგ, რაც რეჟისორმა ვაცლავ ვორლიჩეკმა მთავარ როლზე 19 წლის ლამაზმანი ლიბუშე შაფრანკოვა დაამტკიცა, ცხადი გახდა, რომ კონკიას გვერდით მასავით მიმზიდველი გარეგნობის პრინცი უნდა ყოფილიყო. როლის 20 კანდიდატიდან კი რეჟისორს არც ერთი მოსწონდა.
ამ დროს თეატრალური აკადემიის კურსდამთავრებული, 23 წლის პაველ ტრავნიჩეკი სრულიად გამოუცდელი მსახიობი იყო. გარდა ამისა, მსახიობმა არ იცოდა ცხენზე ჯირითი და ძლიერი მორავიული აქცენტით ლაპარაკობდა, მაგრამ მისი „ევროპულმა გარეგნობა“ გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა.
chekhi-msakhiobi-pavel-travnicheki_o_h.jpeg

ფაქტობრივად, როლზე დამტკიცებისთანავე „პრინცი“ცხენზე ჯირითის და მშვილდიდან სროლის სწავლას შეუდგა და გადაღების დაწყებისას ლიბუშა შაფრანკოვას არფერში ჩამოუივარდებოდა. მართალია, აქცენტი ვერ მოიშორა, მაგრამ ფილმში პრინცი სხვა მსახიობმა გაახმოვანა.
ფილმის ეკრანებზე გამოსვლისთანავე მთავარი როლის შემსრულებლების რომანის შესახებ ხმები გავრცელდა. ლიბუშე მოარულ ხმებს არც უარყოფდა და არც ადასტურებდა. „ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. უბრალოდ გეტყვით, რომ ეს მაყურებლებს სურდათ“ - განაცხადა „კონკიამ“ ერთ-ერთ ინტერვიუში.
როდესაც წყვილის გარშემო ვნებები ჩაცხრა, ყველამ გადაწყვიტა, რომ მსახიობების რომანი მხოლოდ ჟურნალისტების ფანტაზიის ნაყოფი იყო, მაგრამ მალე პაველმა თავისი აღიარებით მაყურებელი გააოცა...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
სურათი

Back
Top Bottom