- 16/12/22
- თემებითემები
- 3,270
- 7,149
- დრო ფორუმზე
- 130დ 22ს 14წ
საქართველოს U21 ნაკრებმა სენსაციური მოგებით დაიწყო, ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატი ფეხბურთში. სასტარტო მატჩში, თბილისში, ბორის პაიჭაძის ეროვნულ არენაზე, ქართველებმა ამ ასაკში კონტინენტის ერთ-ერთი გრანდი, პორტუგალია 2:0 დააამარცხეს. ეს არის პირველი, ისტორიული ევროპის U21 ჩემპიონატი, რომელსაც დამოუკიდებლობის პერიოდში საქართველო, რუმინეთთან ერთად მასპინძლობს. “ეს შოკი იყო“ - ასე ეხმაურება საქართველოს ნაკრების დებიუტს და გამარჯვებას, უეფა - ევროპის ფეხბურთის ასოციების კავშირი. პორტუგალიამ, რომელიც ევროპის ვიცე-ჩემპიონია (2021 წელს მათ ევრო U21-ის ფინალი გერმანიასთან წააგეს) საკვალიფიკაციო ეტაპზე 41 გოლი გაიტანა, ბოლო 11 მატჩის განმავლობაში, Esperanças-ს უგოლოდ მოედანი არ დაუტოვებია და საქართველომ სწორედ ასეთი სერია შეწყვიტა. ანგარიში საქართველოს ფორვარდმა გიორგი გაგუამ გახსნა, იგი ესპანური „ალავესის“ საკუთრებაა, თუმცა, მესამე ლიგაში, ირუნის „რეალ უნიონშია“ განათხოვრებული. გაგუამ პოზიციურად და ფიზიკურადაც დაჩაგრა „ჟილ ვისენტეს“ ცენტრალური მცველი ტომას არაუჟო, რომელიც ლისაბონის „ბენფიკას“ საკუთრებაა და შემდეგ, უზუსტესი დარტყმით აიღო, „ვიტორია გიმარაეშის“ მეკარის სელტონ ბიაის კარი 1:0. „ჩემთვის პირველი გოლი იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორმით. ორმაგად სასიამოვნოა, როცა ამას ოფიციალურ შეხვედრაში აკეთებ. კიდევ უფრო სასიამოვნოა, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში, ასეთ მეტოქესთან გაგაქვს ბურთი. მთელი გუნდი ბოლომდე დაიხარჯა!“ - აღნიშნა გიორგი გაგუამ, რომელმაც ანგარიში 37 წუთზე გახსნა. საქართველომ პორტუგალიას მეორე გოლიც პირველ ტაიმში გაუტანა, 45 წუთზე, პოლონური „ლეხის“ ჰავბეკმა გიორგი წიტაიშვილმა ზედიზედ მეორე საგოლე პასი, უკვე კუთხურიდან გააკეთა და თავით პორტების კარი, მოსკოვის „დინამოს“ მცველმა საბა საზონოვმა აიღო. პორტუგალია მეორე ტაიმში ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, ძელსაც გაარტყა, თუმცა გოლის გატანა მაინც ვერ შეძლო. 76 წუთზე სტუმრებს უკრაინული „შახტარის“ ნახევარმცველი გიორგი გოჩოლეიშვილი გაეპარათ, აქ არუჟო კიდევ შეცდა, ქართველი მოცელა და მსაჯმა იგი მოედნიდან გააძევა. საბოლოოდ, ქართველებმა 2-0 მოიგეს და ტურნირის პირველივე დღეს, ყველაზე დიდი სენსაცია...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.