სპორტი შჩესნი: "მის წინააღმდეგ თამაშის მეშინოდა"

სპორტი

Hazard

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16 დეკემბერი 2022
თემებითემები
2,743
6,293
"ბარსელონას" პოლონელმა გოლკიპერმა, ვოიცეხ შჩესნიმ Mundo Deportivo-სთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მრავალი შეკითხვისთვის მოუწია პასუხის გაცემა.

34 წლის მეკარემ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ლეგენდის, ლიონელ მესის შესახებაც ისაუბრა.

"ლეოს წინააღმდეგ თამაშის ყოველთვის მეშინოდა.

ალბათ, არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ჩემს კარში მეტი გოლი აქვთ გატანილი, მაგრამ ერთადერთი, ვისთან დაპირისპირებასაც ვუფრთხოდი, მესი იყო. ამდენად კარგი გახლდათ ის.

სეივი, რომელმაც ყველაზე დიდი კმაყოფილება მომგვარა, მსოფლიო ჩემპიონატზე, მესის დარტყმული პენალტი იყო, მაგრამ ეს საუკეთესო არ ყოფილა. სტადიონმა და მეტოქემ ეს მომენტი განსაკუთრებული გახადა," - თქვა შჩესნიმ.

შეგახსენებთ, რომ ვოიცეხი "ბლაუგრანაში" ვარჯიშს უკვე შეუდგა. დიდი ალბათობით, იგი მალე გახდება გუნდის სასტარტო გოლკიპერი...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში შედით ან დარეგისტრირდით ახლავე.
 
სურათი

მსგავსი თემები

Back
Top