Crypto შემდეგ აღმავალ ტრენდზე ეთერიუმი შეიძლება 10-ჯერ გაძვირდეს

  • Thread starter Daria 
  • Დაწყების თარიღი
Crypto

Daria 

აქტიური წევრი
Wapforum.TOP
წევრი
მოდერატორი
12/2/24
თემებითემები
107
116
დრო ფორუმზე
85დ 16ს 51წ
კრიპტო სექტორის ახალ ამბებზე მომუშავე გამოცემა „ალტკოინ დეილი“(Altcoin Daily), თავის იუთუბ ვიდეოში გვიზიარებს საკუთარი ანალიტიკოსების მოსაზრებას ალტკოინების ლიდერ ეთერიუმის (ETH) ფასის პერსპექტივაზე. მათი მსჯელობით,
გთხოვთ გაიაროთ, ავტორიზაცია თუ არ ხართ რეგისტრირებული, გაიარეთ რეგისტრაცია ინფორმაციის სანახავად!
(დაღმავალი) ბაზრის მიუხედავად, ეთერიუმის (ETH) ფასს კარგი პერსპექტივა აქვს.
ფასის ზრდის ერთ-ერთი ფაქტორია ETH ბლოკჩეინზე შესრულებული სმარტ კონტრაქტების რიცხვის ზრდა. „ალტკოინ დეილის“ ინფორმაციით, ასეთი კონტრაქტების რიცხვი შარშან 293%-ით გაიზარდა.
სმარტ კონტრაქტების რიცხვის ზრდის გარდა, არსებობს მეორე ძლიერი ფაქტორიც. კერძოდ, 2021 წელს განხორციელებული EIP-1559-ის (განახლება) შემდეგ, 4.6 მილიარდი დოლარის ეთერიუმი „დაიწვა“. ეს ძირითადად იმ დეცენტრალიზებული აპლიკაციების (dApp) დიდი რიცხვის შედეგია, რომლებიც ეთერიუმის ბლოკჩეინზე შეიქმნა. ყველაზე მეტად კი ეთერიუმის „წვის“ ფაქტორებია ეთერიუმის ქსელში „ოპენსი-სა“ და „იუნისვაპ-ის“ პლატფორმების გამოყენებით შექმნილი NFT-ის და DeFi-ს დიდი რაოდენობა.
„ალტკოინ დეილი“ კიდევ ერთ ფაქტორს გამოყოფს, რომელიც ფასის მკვეთრი ზრდის პროგნოზირების საფუძველს იძლევა. ესაა სისტემაში ეთერიუმის გასაღებით შესვლის ფუნქცია. გამოცემის ანალიტიკოსების აზრით, ეთერიუმის გამოყენებით სისტემაში შესვლის ფუნქცია, „გარდამტეხი მომენტი“ გახდება. მისი მეშვეობით, მომხმარებლები სისტემაში იმავე გასაღებების მეშვეობით შევლენ, რომლებსაც ბლოკჩეინზე მათი ანგარიშების მართვისას იყენებენ. ამგვარად, მოიხსნება ამისთვის შუამავლის გამოყენების საჭიროება.
...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
სურათი

Back
Top Bottom