ისტორია შუმერები

  • Thread starter Hazard 
  • Დაწყების თარიღი

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,052
6,971
დრო ფორუმზე
132დ 23ს 39წ
330px-Gudea_stele_Louvre_AO4574bis.jpg

შუმერი (შუმერულად ki-en-ĝir15) — უძველესი ცივილიზაცია მესოპოტამიაში ძვ. წ. VI - ძვ. წ. III ათასწლეულებში. დღეისთვის შუმერული ცივილიზაცია ჩვენთვის ცნობილი უძველესი კულტურაა. სავარაუდოდ, სწორედ შუმერებმა გამოიგონეს ირიგაცია, ბორბალი და დამწერლობა.

შუმერული ქალაქ-სახელმწიფოების წარმოშობა
ადამიანის მიერ სამხრეთ შუამდინარეთის ათვისება დაიწყო ძვ. წ. VI ათასწლეულში. VI - V ათასწლეულებში აქ დასახლებული ტომები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ, რეგიონში ძალიან ცოტა იყო მიწათმოქმედებისთვის ვარგისი მიწები. მხოლოდ ძვ. წ. IV ათასწლეულისთვის დაიწყეს ტომებმა გაერთიანება და ევფრატის ნაპირებზე ირიგაციული სისტემების შექმნა. საირიგაციო სისტემის შექმნამ გამოიწვია მოსავლის ზრდა და პროდუქციის დაგროვების შესაძლებლობა, რასაც თავის მხრივ მოჰყვა შრომის დიფერენციაცია და მოგვიანებით, კლასების ჩამოყალიბება.

დაიწყო ასევე დასახლებების ზრდა და ქალაქების ჩამოყალიბება. ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისში დიდ დასახლებებს, სადაც ტაძრებიც იყო, გალავნები შემოარტყეს, ასე წარმოიშვა პირველი ქალაქები. ტაძრები ასრულებდა არა მხოლოდ რელიგიური კულტის თაყვანისცემის ფუნქციას, არამედ აქ იყო საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრი და ინახებოდა მოსავლის მარაგი. დაახლოებით ძვ. წ. 3000 - ძვ. წ. 2900 წლებში ტაძრების მეურნეობა იმდენად გართულდა, რომ საჭირო გახდა უფრო რთული აღრიცხვის სისტემის შემუშავება, რამაც განაპირობა დამწერლობის შექმნა.

ამ პერიოდისთვის დაარსებული უდიდესი შუმერული ქალაქები იყო: ერიდუ, ნიფური, ქიში, ლაგაში, ურუქი, ური და უმა.

დამწერლობამდელი პერიოდი და დამწერლობის შექმნა
შუმერებმა წერა თიხის ფირფიტებზე ლერწმით დაიწყეს. ყოველი სიმბოლო აღნიშნავდა რაიმე საგანს, ან ამ საგანთან დაკავშირებულ ცნებას. მაგალითად, სიმბოლო „ფეხები“ ნიშნავდა სიარულს, მოსვლას, მოტანას, დგომას. ამრიგად, გრამატიკული ფორმები დამწერლობაში არ აისახებოდა, და ეს თავდაპირველად არც იყო საჭირო, რადგან დოკუმენტებში აისახებოდა მხოლოდ ციფრები და გამოსათვლელი პროდუქტების სიმბოლოები. მხოლოდ ძვ...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,052
6,971
დრო ფორუმზე
132დ 23ს 39წ
საინტერესოა როგორ განვითარდნენ ასე, და რატომ ვერ შეძლეს იგივე სხვა ერებმა, ან რატომ გაქრა ამხელა ცივლიზაცია ასე უკვალოდ
 
სურათი

Back
Top Bottom