Hazard
Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
- 16 დეკემბერი 2022
- თემებითემები
- 2,798
- 6,380
გიორგი ჩაკვეტაძე და ჯაბა კანკავა საშობაო არდადეგების შემდეგ შეუერთდნენ ბრატისლავის „სლოვანს“, რომელმაც მოსამზადებელი ეტაპი 6 იანვარს დაიწყო.
ვლადიმირ ვაისმა გუნდის ვარჯიში გასულ კვირას ფიზიკური ტესტების შემდეგ სრული დატვირთვით დაიწყო. „სლოვანი“ რუსოვეცში ვარჯიშობს და პირველივე დღიდან გუნდთან გურამ კაშია იყო, ხოლო კანკავას და ჩაკვეტაძეს მართლმადიდებლური შობის გამო სლოვაკეთში მოგვიანებით ჩასვლის უფლება მიეცათ.
„დღეში ორ-სამჯერ ვვარჯიშობთ. ამ კვირის განმავლობაში მეტ ყურადღებას ვაქცევთ ფიზმომზადებას. ჯერ არ შევდივართ უფრო კონკრეტულ საკითხებში, როგორებიცაა ტაქტიკა ან ავტომატიზმი. ეს უფრო გამძლეობისა და ძალის განვითარებას ეხება.
გუნდს შეუერთდნენ ფეხბურთელები, რომლებმაც 7 იანვარს მართლმადიდებლური შობა აღნიშნეს – ალექსანდრე ჩავრიჩი, გიორგი ჩაკვეტაძე, ჯაბა კანკავა და ივან საპონიჩი. ოთხივეს სრული ფიზიკური გამოკვლევა ჩაუტარდა. ისინი გუნდთან ერთად ვარჯიშობენ, მაგრამ უფრო ხანგრძლივი შესვენების გამო მათ ინდივიდუალურად დავტვირთავთ“, – განაცხადა „სლოვანის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ბორის კიტკამ, რომელიც ვლადიმირ ვაისს საქართველოს ნაკრებშიც ეხმარებოდა.
ბრატისლავის „სლოვანმა“ პირველი ამხანაგური მატჩი „ბრნოსთან“ 21 იანვარს დაგეგმა. თამაშის ჩატარების ადგილი მალე გახდება ცნობილი.