- 16/12/22
- თემებითემები
- 3,249
- 7,118
- დრო ფორუმზე
- 130დ 8ს 58წ
გთხოვთ გაიაროთ,
ავტორიზაცია
თუ არ ხართ რეგისტრირებული, გაიარეთ
რეგისტრაცია
ინფორმაციის სანახავად!
უამრავი სხვადასხვა სტაჟის მწეველი მთელ მსოფლიოში ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ბორკილების გაწყვეტა სავსებით შესაძლებელია. მაშ, რა აუცილებელია ელოდოთ, ვიდრე უმძიმესი დაავადების დიაგნოზს დაგისვამენ ანდა ინფარქტი დაგემართებათ? მთავარია მოინდომოთ და არც მიზეზის პოვნა გაგიჭირდებათ და საკუთარ თავში საამისო ძალასაც აუცილებლად აღმოაჩენთ.
იმას როდი ვამბობთ, რომ ბრძოლა არ მოგიწევთ ანდა ძალზე ადვილად გაიმარჯვებთ; თამბაქოს ერთ-ერთ ალკალოიდს ნიკოტინს ადამიანი ისევე ეჩვევა, როგორც, ვთქვათ, კოკაინს ან ჰეროინს. ასე რომ, დროთა განმავლობაში ორგანიზმი ნიკოტინზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად დამოკიდებული ხდება. სულ რამდენიმე კვირაც რომ ეწეოდეთ და მერე თამბაქოს წევას ერთბაშად დაანებოთ თავი ან საგრძნობლად მოუკლოთ, ეს სიმპტომები მაინც იჩენს თავს. აღკვეთის სინდრომი ბოლო სიგარეტის მოწევიდან რამდენიმე საათში დაიწყება და პიკს 2-3 დღეში მიაღწევს, სულ კი რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე გაგრძელდება.
აი, უსიამოვნებების ჩამონათვალი:
- თავბრუხვევა (მხოლოდ 1-2 დღე);
- იმედგაცრუების ან ბრაზის განცდა;
- გაღიზიანებადობა;
- ძილის დარღვევები;
- კონცენტრირების გართულება;
- მოუსვენრობა;
- თავის ტკივილი;
- ადვილად დაღლა;
- მადის მომატება.
დაგვეთანხმებით, თამბაქოსთვის თავის დანებება იმდენად სასარგებლოა, რომ რამდენიმედღიანი, თუნდაც რამდენიმეკვირიანი რთული პერიოდის გადალახვა ნამდვილად ღირს, თუმცა ესეც არ არის აუცი
ლებელი. სპეციალური ნიკოტინშემცველი მედიკამენტები (ტაბლეტები, აეროზოლები, პლასტირები, საღეჭი რეზინები) ჩამოთვლილ სიმპტომებს შეასუსტებს.
ნუ გამოიყენებთ ჩანაცვლებით თერაპიას, თუ მოწევისთვის თავის...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.