- 13/1/23
- თემებითემები
- 2,564
- 2,194
- დრო ფორუმზე
- 24დ 16ს 18წ
კრიპტო ვალუტების სოციალური უსაფრთხოების სფეროში მომუშავე კომპანია „ლუნარქრაშის“ (LunarCrush) ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ კრიპტო ბაზარს წელს არნახული ვარდნა ჰქონდა, ხალხი Web3 ინდუსტრიისადმი ენთუზიაზმს ჯერაც ინარჩუნებს და ინტერესი არ დაუკარგავს.
სტატისტიკა მოწმობს, რომ ბოლო ორ წელიწადში, კრიპტო საზოგადოების აქტივობა არათუ შემცირდა, არამედ იზრდება კიდეც. კერძოდ, სოციალურ ქსელში კრიპტო ვალუტების მოხსენიება, საშუალოდ 446 775-ს აღწევს.
„ლუნარქრაშის“ სტატისტიკით, ყველაზე მეტად, სოციალურ ქსელში ისევ ბიტკოინს (Bitcoin) ახსენებენ. კერძოდ, ათწუთიან ინტერვალში, ეს საშუალოდ 2 000-ჯერ ხდება. სტატისტიკის სიაში მომდევნო ადგილებზეა ეთერიუმი (Ethereum), ბაინენს კოინი (Binance Coin), კარდანო (Cardano), იუნისვაპი (Uniswap) და ტერა კლასიკი (Terra Classic).
უკვე რამდენიმე დღეა, კრიპტო ბაზრის ჯამური კაპიტალიზაცია 800 მილიარდ დოლარზე ოდნავ მაღლა რჩება. იმავდროულად, კრიპტო ვალუტების უმეტესობის ფასი დაცემას აგრძელებს. საინტერესოა, რომ კრიპტო ვალუტების ბაზრის ჯამური კაპიტალიზაცია, უკვე რამდენიმე თვეა, ამ ნიშნულის სიახლოვეს რჩება. პარალელურად, ზოგიერთი კრიპტო ვალუტის სოციალურ ქსელებში ხსენების რიცხვი კლებას იწყებს.
ტოპ ათეულში შემავალი ვალუტებიდან, ბოლო ერთ კვირაში, ყველაზე მეტად Meme მონეტა Dogecoin-მა იზარალა. მისი ფასი 19.73 პროცენტით, 0.07316 დოლარამდე დაეცა (არადა, ახლახანს 0.14-ზე მაღლა იყო ასული). არანაკლებ ზარალობს Cardano, რომლის ფასიც იმავე პერიოდში, 18.96%-ით, 0.2527 დოლარამდე დაეცა.
...

პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.