- 16/12/22
- თემებითემები
- 3,010
- 6,886
- დრო ფორუმზე
- 132დ 7ს 19წ

სუ-25 (ნატოს კლასიფიკაციით „Frogfoot“) წარმოადგენს ერთადგილიან რეაქტიულ თვითმფრინავს ორი ძრავით, რომელიც შეიქმნა სსრკ-ში სუხოის საკონსტრუქტორო ბიუროში. მისი შექმნის უმთავრესი მიზანი და დანიშნულება იყო საბჭოთა ქვეითი ჯარებისათვის საჰაერო მხარდაჭერა. პროტოტიპის პირველი გაფრენა განხორციელდა 1975 წლის 22 თებერვალს. თვითმფრინავის გამოცდის შემდეგ 1978 წელს, დაიწყო მისი სერიული წარმოება თბილისის საავიაციო ქარხანაში საქართველოს სსრ-ში.
სუ–25კმ ,,მიმინო'' წარმოადგენს სუ-25კმ ,,სკორპიონის,, სპეციალურად ქართული არმიისთვის განკუთვნილ ვარიანტს.
სუ–25კმ (სკორპიონი)!
შემმუშავებელი: Elbit Systems Ltd (ისრაელი), "თამ–თბილავიამშენი" (საქართველო).
სუ–25კმ (კომერციული ვარიანტი, მოდერნიზებული) ქარხნის მიერ იწარმოება 2001 წლიდან. პირველი თვითმფრინავი აფრინდა 2001 წლის 14 აპრილს. სულ მოდერნიზებულია 6 თვითმფრინავი.
სუ–25კმ შედის საქართველოსა და თურქმენეთის სამხედრო–საჰაერო ძალების შეიარაღებაში.
თვითმფრინავ სუ–25კ–ს მოდერნიზაცია ტარდება მისი საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლების და საბრძოლო გამოყენების სფეროს გაფართოების, ასევე საექსპლუატაციო ხარჯების შემცირების მიზნით.
თვითმფრინავი სუ–25კმ აღჭურვილია თანამედროვე საავიციო რადიოელექტრონიკით, რომელიც შეიცავს ტექნოლოგიას «glass cockpit» , მოდერნიზებულ ნავიგაციურ სისტემას და შეიარაღების მართვის სისტემას.
ავიონიკის კომპლექსი დაფუძნებულია Elbit Systems Ltd ფირმის მოდულურ მრავალფუნქციურ კომპიუტერზე MMRC (Modular Multi-Role Computer) , რომელიც შეერთებულია 1553B ტიპის მონაცემთა გაცვლის ორი სალტით.
კაბინამ განიცადა ღრმა მოდერნიზაცია. ანალოგური ხელსაწყოების უმრავლესობა შეიცვალა 6' x 8' ზომის ორი მრავალფუნქციური ფერადი დისპლეით MFCD (multifunction color displays). დაყენდა სისტემა HOTAS (Hands-On-Throttle-And-Stick) , რომელიც პილოტს საშუალებას აძლევს შეასრულოს მრავალი ოპერაცია ძრავების და თვითმფრინავის მართვის სახელურებიდან ხელების აუღებლად. წინა მინაზე ინდიკაციის სისტემა შეიცვალა მართვის პანელის HUD (Head Up Display) მქონე ახალი სისტემით.
არქივი...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.