- 16/12/22
- თემებითემები
- 3,270
- 7,149
- დრო ფორუმზე
- 130დ 22ს 3წ
პატარა უნგრულ ქალაქ ტატაბანიაში, ქართული ხელბურთის ისტორიის ყველაზე დიდი ფურცელი დაიწერა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სუპერ სენსაცია მოახდინა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში, ჯგუფის ფავორიტ უნგრეთს სტუმრად 31:30 მოუგო და პირველად ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი გახდა. „ეს ყველაფერი ზღაპარს ჰგავს, რომელსაც აუცილებლად კარგი გაგრძელება ექნება. ჯერ კიდევ არ მჯერა რომ თავად გავხდები ევროპის ჩემპიონატის მონაწილე. ისტორია დაწერილია! პირველი უდიდესი ნაბიჯი გადადგმულია, წინ ევროპის ჩემპიონატი გველის!“ - ამბობს გერმანული „ლუბენაუს“ მოთამაშე გიორგი დიხამინჯია, რომელმაც ისტორიული გამარჯვების შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა. საქართველოს ნაკრებმა სასწაულ გამარჯვებამდე, ბეწვის ხიდზე რამდენჯერმე გაიარა. აღმასვლა ევროპის ჩემპიონატისკენ, ქართველებმა ყველაზე დაბალი, 2021 წლის, IHF/EHF ერთა თასის მოგებით დაიწყეს. შემდეგ ეტაპზე, 2022 წლის იანვარში, პლეი-ოფში ფინეთს შეხვდნენ და ორი მატჩის ჯამში (22:22, 23:30) დამარცხდნენ. ამ დროს, უკრაინაში რუსეთის არმია შეიჭრა დაიწყო და ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის და ბელარუსის ნაკრებები მოკვეთა. მათ ნაცვლად, ჯგუფურ ეტაპზე კი უკვე გამოვარდნილი საქართველო და ლუქსემბურგი ჩასვა. ტატაბანიას ისტორიულ მატჩამდე, საქართველოს მე-6 შესარჩევ ჯგუფში, ოთხი მარცხის ფონზე, სულ ერთი გამარჯვება ჰქონდა (ლიეტუვასთან 32:18). მას შემდეგ, რაც ტიტე კალანდაძის ნაკრებმა, 26 აპრილს, თბილისში, შვეიცარიასთანაც წააგო (19:26), ყველამ ჩათვალა, რომ ისტორიული შანსი საბოლოოდ დაიკარგა. ოთხი დღის შემდეგ, ბოლო ტურში, უნგრეთთან სტუმრად გამარჯვებას, რომელიც ჯგუფს ხუთიდან ხუთი გამარჯვებით ლიდერობდა ვერავინ წარმოიდგენდა. მით უმეტეს, რომ თბილისში, უნგრელებმა 17 ბურთიანი სხვაობით გვაჯობეს. “შვეიცარიასთან წაგების, შემდეგ უნგრეთში, გამოცდილების მისაღებად უფრო წავედით, იქ მოგებაზე ფიქრი ძალიან რთული იყო, თან ორი წამყვანი მოთამაშე დაგვეტვრა. თუმცა, როცა დაიწყო თამაში, ყველაფერი გამოგვდიოდა. ბოლოსკენ უნგრელებმა გადაგვასწრეს, თუმცა, ფორტუნა ისევ ჩვენ მხარეს გადმოიხარა. როცა თამაში დასრულდა, არავის სჯეროდა რაც მოხდა, წარმოუდგენელი სიხარულისგან უბრალოდ...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.