- 16/12/22
- თემებითემები
- 3,302
- 7,247
- დრო ფორუმზე
- 132დ 2ს 39წ

T-72-ს შექმნის პროცესს სათავე დაუდო საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს 1967 წლის 15 აგვისტოს დადგენილებამ «საბჭოთა არმიის,საშუალო ტანკ T-64-ით აღჭურვისა და მისი წარმოებისთვის სიმძლავრეების განვითარების შესახებ».ამ დადგენილების თანახმად T-64 წარმოების ორგანიზება დაგეგმილი იყო არა მხოლოდ მალიშევის სახელობის ხარკოვის სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის ქარხანაში (XЗТМ-Харьковскый завод транспортного машиностроения имени Малышева), არამედ ტანკმშენებლობის სხვა საწარმოებშიც, მათ შორის ურალის ვაგონმშენებელ ქარხანაშიც (УВЗ-Уралвагонзавод), სადაც მანმადე იწარმოებოდა საშუალო ტანკი T-62. ეს გადაწყვეტილება ნაკარნეხევი იყო 1950-1960 წლების საბჭოთა კავშირის ტანკმშენებლობის განვითარების ლოგიკით. სწორედ იმ დროს საბჭოთა კავშირის უმაღლესი სამხედრო ტექნიკურმა ხელმძღვანელობამ უსტინოვი დ.ფ. ,სმირნოვი ლ.ვ.,ზვერევი ს.ა. და პოლუბოიაროვი პ.პ-ს წარმომადგენლობით მიიღო უალტერნატრიო გადაწყვეტილება საბჭოთა არმიის T-64 აღჭურვის შესახებ,რომელიც შექმნილი იყო КБ-60 (Конструкторское Бюро-60) მიერ (1966 წლიდან Харьковскый завод транспортного машиностроения имени Малышева- XЗТМ) რომელსაც თვით მალიშევი ა.ა. ხელმძღვანელობდა.
აქ ალბათ საჭიროა ავღნიშნოთ თუ კონკრეტულა რა გავლენა იქონია Т-72-ს შექმნაზე Т-64-მა: იდეა რომლის რეალიზებასაც 20 წლის განმავლობაში ცდილობდა მოროზოვი, მდგომარეობდა იმაში რომ, აემაღლებინა ტანკის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები მისი წონის გაზრდის გარეშე. ამ იდეაზე დაფუძნებული საცდელი ტანკი, «Объект-430», პირველად გამოჩნდა 1957 წელს. ამ მანქანაში რეალიზირებული იყო ახალი ტექნიკური გადაწყვეტილებები,რომელთა შორის პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ახალი, H-სებური, ორტაქიანი ძრავა 5ТД და მცირეგაბარიტული, ორი ცალი, ხუთ გადაცემიანი სიჩქარეთა კოლოფი. ამ ტექნიკურმა გადაწყვეტილებებმა შესაძლებელი გახადა ძრავა-ტრანსმისიის განყოფილების მოცულობის 2,6 კუბურ მეტრამდე და მთლიანად ტანკის ჯავშნისშიდა მოცულობის 10 კუბურ მეტრამდე შემცირება. ტანკის საბრძოლო მასის 36 ტონამდე შენარჩუნების მიზნით გადადგმული იქნა...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.